“ქართული ოცნების” ანტიდასავლური კამპანია, ანტიამერიკული და ანტიევროპული გზავნილები, მიზანმიმართული თავდასხმა აშშ-ს, ევროკავშირის ელჩებზე, გავლენიან სამოქალაქო ინსტიტუტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე არის იმის დასტური, რომ მათ მიერ ჩაგდებული კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესი გრძელდება – კანდიდატის სტატუსის მისაღებად გაწერილი რეკომენდაციების შესრულება არ ხდება, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის თაობაზე შექმნილ სამუშაო ჯგუფში, არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიან არჩევნების” არდაშვებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, საქართველოში ოლიგარქიული და კლეპტოკრატების მმართველობიდან ჩამოცილებას ფართო საარჩევნო რეფორმა სჭირდება.
“საქართველოში საარჩევნო სისტემის ცვლილება და სასამართლოს საფუძვლიანი რეფორმა, სასამართლოს დამოუკიდებლობისა და არჩევნების მიმართ საზოგადოების ნდობის დაბრუნება, რაც ფართო საარჩევნო რეფორმისა და სასამართლო სისტემაში ფართო ცვლილებებით უნდა მოხდეს, ევროკავშირის მიერ გაწერილი უმნიშვნელოვანესი რეკომენდაციებია, რომელიც უნდა შესრულდეს, რათა ქვეყანამ კანდიდატის სტატუსის მისაღებად ვალდებულებები შეასრულოს. სამწუხაროდ, “ქართული ოცნების” მიერ კანდიდატის სტატუსის მისაღებად აუცილებელი რეკომენდაციების უგულებელყოფა გრძელდება. ამას ადასტურებს საპარლამენტო უმრაველსობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ყველა პროცესს ჩამოაცილონ საქართველოში საარჩევნო გარემოსა და საარჩევნო კანონმდებლობაზე მომუშავე ყველაზე გავლენიანი ორგანიზაცია – „სამართლიანი არჩევნები“. ასევე, სასამართლო სისტემაზე მომუშავე მნიშვნელოვანი ექსპერტთა ჯგუფი, მხედველობაში მყავს ნაზი ჯანეზაშვილის ორგანიზაცია, რომელიც წლების განმავლობაში სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმაზე მუშაობდა. “ქართული ოცნების” ანტიდასავლური კამპანია, ანტიამერიკული და ანტიევროპული გზავნილები, მიზანმიმართული თავდასხები აშშ-ს, ევროკავშირის ელჩებზე , გავლენიან სამოქალაქო ინსტიტუტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე არის დასტური იმის, რომ მათ მიერ ჩაგდებული კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესი გრძელდება. პროცესი უნდა ყოფილიყო ინკლუზიური და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობით. და არა მხოლოდ “ქართული ოცნების” მიერ რეკომენდაციების საფუძველზე შერჩეული ორგანიზაციებით. საქართველოში ოლიგარქიული სისტემის ჩამოცილება მმართველობიდან, კლეპტოკრატების მმართველობიდან განთავისუფლებას სჭირდება ფართო საარჩევნო რეფორმა, რომელიც სწორედ დემოკრატიის განმტკიცებისთვის სასიცოცხლო რეკომენდაციაა კანდიდატობისთვის.
სასამართლო რეფორმა კი არის დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის უმნიშვნელოვანესი პრინციპი დემოკრატიისთვის. “ქართული ოცნების” ინტერესი არ არის არც ერთი რეკომენდაციის შესრულება. ჩვენი პარტია და ფრაქცია აგრძელებს მუშაობას როგორც “სამართლიან არჩევნებთან”, ასევე, არასამთავრობო სექტორთან ფართო, დემოკრატიული არჩევნებისთვის აუცილებელ საარჩევნო კონდექსისა და რეკომენდაციების შესასრულებლად აუცილებელი პაკეტის შესასრულებლად”, – განცხადა დეკანოიძემ.