პრეზიდენტმა, დათა ვანიშვილი, გარდაცვალების შემდეგ სამოქალაქო თავდადებისთვის დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, გარდაცვალების შემდეგ, ოკუპაციასთან ბრძოლის სიმბოლო, დათა ვანიშვილი სამოქალაქო თავდადებისთვის დააჯილდოვა. მედალი, დათა პაპას ოჯახს პრეზიდენტის სასახლეში გადასცეს.

„ეს დღე შევარჩიეთ იმთავითვე, რათა პატივი მიგვეგო ადამიანისთვის, რომელიც გახდა სიმბოლო შემართებისა და შეუგუებლობის. დავით ვანიშვილის სახელი შემოვიდა ჩვენს ისტორიაში და არის სიმბოლო იმ უსამართლობის, გაუსაძლისი მდგომარეობის, რომელშიც ცხოვრობენ თანამემამულეები საოკუპაიცო ხაზის ორივე მხარეს. მინდა გადავცე მის ოჯახს პრეზიდენტის მედალი როგორ ნიშანი პატივისცემის და იმედის, რომ ამ სიტუაციას გადავლახავთ. ასეთი ადამიანები თავიანთ სოფლებში შვიდად იქნებიან და აღარ იქნებიან აუცილებლობა, რომ ამ უსამართლობას გაუძლონ და გადალახონ”,  – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ოკუპაციასთან ბრძოლის სიმბოლოდ ქცეული დათა პაპა (ვანიშვილი),19 მარტს გარდაიცვალა. ადგილზე, დათა პაპას ნათესავები, სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკოსები და მოქალაქეები იყვნენ შეკრებილები, თუმცა მათ შორის არ ყოფილა არცერთი უმაღლესი თანამდებობის პირი. შეკრებილ მოქალაქეებს, კი ოჯახისთვის პირადად მისამძიმრების საშუალება არ მიეცათ. მათ მავთულხლართების მიღმა, დათა ვანიშვილისთვის, პატივის მისაგებად, საქართველოს ჰიმნი შეასრულეს.

დათა ვანიშვილის სახლი ოკუპირებულ ტერიტორიაზე 2012 წელს მოჰყვა, სახლის წინ მას,  მავთულხლართები აღუმართეს,თუმცა მან სახლის დატოვებაზე უარი თქვა და მავთულხლართებს მიღმა მეუღლესთან ერთად დარჩენა ამჯობინა. სახლი ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩა, დარჩენილი მიწის ნაკვეთი კი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე. ის ხშირად ეკონტაქტებოდა საერთაშორისო ვიზიტორებს და ადგილზე არსებულ სიტუაციას აწვდიდა მედიასაც. დათა ვანიშვილი ოკუპანტებმა ამის გამო არაერთხელ დააკავეს. დათა პაპა ბოლო თვეების განმავლობაში მძიმედ ავადმყოფობდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რამდენჯერმე დამძიმდა, ის 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.

დათა პაპა დაკრძალეს – ადგილზე არცერთი უმაღლესი თანამდებობის პირი არ ჩასულა