“კატასტროფის მასშტაბები და ჩვენი სამწუხარო რეალობა ის არის, რომ ერთმანეთს შარდს უმოწმებენ. ისტორიამ ომის უცნაური სახელები იცის, მაგალითად, იყო კარტოფილის ომი, ჩინეთში იყო საცოდავი ჭირის ომი. საქართველოში არის შარდი ომი.
ერთმანეთს შარდს უმოწმებენ და ჩვენ ამას უნდა ვუყუროთ და ორად უნდა გავიყოთ, ვის შარდში აღმოჩნდება რაღაცა. ღამეები უნდა გავტეხოთ, ვაი, ჩემს კანდიდატს არ ამოუვიდეს შარდში რაღაცა. ქართული პოლიტიკა დავიდა შარდის ომამდე”
აცხადებს გაერთიანებული ოპოზიციის წევრი გუბაზ სანიკიძე TV პირველის ეთერში. კახა კალაძე დაჟინებით მოუწოდებს მერობის კანდიდატებს, ნარკოტესტი ჩააბარონ. იურისტი გიორგი მშვენიერაძე ვარაუდობს, რომ ხელისუფლებას გახარიაზე კომპრომატი აქვს, რომ ნარკოტიკს მოიხმარს, რის გამოც მას ნარკოტესტის ჩაბარებისკენ მოუწოდებენ.