მამა ანდრია სარია აცხადებს, საპატრიარქო სახელმწიფოს არ გაუფრთხილდა და კრიზისისთვის გაიმეტა. მისი თქმით, საპატრიარქომ სახელმწიფო დაანგრია, რადგან ყველა კანონი წყალში ჩაუყარა.
,,საპატრიარქო არ გაუფრთხილდა სახელმწიფოს. საპატრიარქომ თავისი ძალა აჩვენა. წითელი აანთო – ეს არის სახელმწიფოს დანგრევა. ყველა ის კანონი, რაც სახელმწიფომ აქამდე მიიღო, წყალში ჩაუყარა საპატრიარქომ. არაფერს არ აქვს აზრი. ჩვენი სიცოცხლე დააგეგმინეს საპატრიარქოს”, – თქვა სასულიერო პირმა.
15 აპრილს საპატრიარქო და მთავრობა შეთანხმდა, რომ საგანგებო მდგომარეობისა და კომენდანტის საათის მიუხედავად, სააღდგომო ლუტურგია ჩატარდება. მთავრობის განცხადებით, დიდ ტაძრებში დაცული იქნება დისტანცია, ხოლო მცირე ეკლესიებში მრევლი გარეთ იქნება.
დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, სააღდგომო წირვაზე მრევლი ეკლესიაში კომენდანტის საათის დაწყებამდე მივა და მას დილის ექვს საათზე დატოვებს.
პაატა იმნაძე და სხვა ინფექციონისტები მოქალაქეებს მოუწოდებენ, არ მივიდნენ ეკლესიაში და ამით გადაარჩინონ ეკლესია, რადგან არსებობს საშიშროება, რომ საქართველოში განმეორდეს იტალია. იმანძის თქმით, თუ არ დავრჩებით სახლში, ჩვენ ვერ გადავრჩებით და გვექნება უდიდესი მსხვერპლი.