ევროპული საქართველოს წევრი გიგი უგულავა გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც თქვა, რომ დღეს პატრიოტიზმზე საუბრობენ ის ადამიანები, ვინც ნიკიტა მიხალკოვის “ქორწილში ზურგზე ფეხებს იტყამდნენ”.
უგულავას თქმით, ეს ყურით მოთრეული არგუმენტია.
“მიხალკოვის შვილი და პოზნერი, რომელიც 72 წლიდან მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება იმპერიის მსახური იყო. რომელიც დღეს პუტინის ისტებლიშმენტის ერთ-ერთი მთავარი პროპაგანდისტია, ამ ორი ადამიანის შედარება ცა და დედამიწაა და ყურით მოთრეული არგუმენტია. ძალიან ვწუხვარ, რომ კვირიკაშვილი, რომელიც პრემიერ-მინისტრი იყო და ეკონომიკაზე გველაპარაკება, დაეცა ღარიბაშვილის და კობახიძის დონეზე”,- ამბობს უგულავა ტვ პირველის ეთერში.
ის ყოფილი პრემიერის მიერ პროტესტის ფორმებთან დაკავშირებულ კრიტიკასაც ეხმიანება და ამბობს, რომ არც მას მოწონს კვერცხების სროლა, თუმცა პირველად ქართულმა ოცნებამ ისროლა.
“არც მე მომწონს, რომ თბილისის ერთ-ერთი საუკეთესო ტურისტული ადგილები კვერცხებით არის აზელილი, მაგრამ აქვს კი კვირიკაშვილს ამაზე ლაპარაკის უფლება? პირველად კვერცხი ვინ ისროლა? მისი პრემიერობის დროს მთელი ქართული ოცნება ოპოზიციას რომ დასდევდა და წიწილებიან კვერცხებს ესროდა, რატომ არ ამოიღო ხმა? ზღვარგადასული მოქმედება ვინ დანერგა?”,- თქვა უგულავამ.