განათლების მინსიტრის, მიხეილ ჩხენკელის თქმით, უნივერსიტეტებში ფინალური გამოცდები შეზღუდვების მოხსნის მე-6 ეტაპზე ჩატარდება.
“ფინალური გამოცდები ჩატარდება შეზღუდვების მოხსნის მეექვსე ეტაპზე. მეექვსე ეტაპია, როდესაც საგანმანათლებლო აქტივობები განახლდება და შესაბამისად ფინალური გამოცდები ჩატარდება ამ პერიოდში. რაც შეეხება, შუალედურ გამოცდებს, სამინისტროს რეკომენდაციით უნივერსიტეტებმა მშვენივრად მოახერხეს ამის ადაპტაცია და ეს პრობლემა მოხსნილია”, – თქვა მინისტრმა.
მისივე თქმით, საბაკალავრო და სამაგისტრო ნამუშევრების დაცვა სტუდენტისახელმძღვანელის შეთანხმების საფუძველზე მოხდება.
მთავრობის გეგმის მიხედვით, შეზღუდვების მოხსნის მე-6 ეტაპი ივლისის პირველ ნახევარში დაიწყება და გაიხსნება გასართობი, სპორტული-გამაჯანსაღებელი, შემოქმედებითი საქმიანობა. აზარტული და სხვა მომგებიანი სათამაშო ბიზნესი, სასტუმროები, საგანამათლებლო დაწესებულებები, ყველა სხვა საქმიანობა (არადისტანციურ რეჟიმში).