როგორ მოიხსნება შეზღუდვები ქვეყანაში – ეკონომიკის გახსნის 6 ეტაპი

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საგანგებო მდგომარეობით გამოწვეული შეზღუდვების შემსუბუქების და ეკონომიკის გახსნის ეტაპებზე ისაუბრა. მისი თქმით, თითოეული ეტაპი დაახლოებით 2 კვირის ინტერვალით გაგრძელდება.

პირველი ეტაპი: 27 აპრილიდან მოიხსენება მანქანების გადაადგილების შეზღუდვა. გარდა ამისა, სრულად იქნება დაშვებული ტაქსების მოძრაობა და ონლაინ ვაჭრობა – საბითუმო და საცალო, მიტანის მომსახურება ნებისმიერ პროდუქტზე და ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობა.

მეორე ეტაპი: ეს სავარაუდოდ ორი კვირის შემდეგ დაიწყება და  შეზღუდვების მოხსნა შეეხება  მშენებლობას, მშენებლობის ზედამხედველობასთან დაკავშირებული საქმიანობას, სამშენებლო მასალების წარმოებას, ავტოსამრეცხაოებსა და ავტოსერვისებს, კომპიუტერების და პირადი საყოფაცხოვრებო საქონლის რემონტსა და სარეკრეაციო ზონების ფუნქციონირებას.

მესამე ეტაპი: გაიხსენება საცალო და საბითუმო მაღაზიები. თუმცა არ გაიხსნება მოლები, რომლებსაც გააჩნიათ დამოუკიდებელი შესასვლელი ქუჩიდან. ასევე, გაიხსნება ყველა ტიპის ღია ბაზრობა, ყველა ტიპის წარმოება და საგამომცემლო საქმიანობა.

მეოთხე ეტაპი: შეზღუდვები მოიხსენება სავაჭრო მოლებზე, ღია ტიპის რესტორნებსა და კვების ობიექტებს ადგილზე მომსახურებით. ყველა ტიპის საფინანსო მომსახურება, სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები.

მეხუთე ეტაპი: გაიხსნება დახურული ტიპის ბაზრები და ბაზრობები, ყველა ტიპის რესტორანი /კვების ობიექტები ადგილზე მომსახურებით.

მეექვსე და ბოლო ეტაპი: გაიხსნება გასართობი, სპორტული-გამაჯანსაღებელი, შემოქმედებითი საქმიანობა. აზარტული და სხვა მომგებიანი სათამაშო ბიზნესი, სასტუმროები, საგანამათლებლო დაწესებულებები, ყველა სხვა საქმიანობა (არადისტანციურ რეჟიმში).