ენმ-ის ლიდერს, ლევან ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით, მურთაზ ზოდელავას კი 9 თვით პატიმრობა მიესაჯა. განაჩენი გამოაცხადა მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ. სხდომას არ ესწრებოდა არცერთი ბრალდებული.
ენმ-ს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს სისხლის სამართლის ორი მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას ედავებიან – ქრთამის შეთვაზებას უკანონო ქმედების ჩადენის სანაცვლოდ და მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ.
ლევან ხაბეიშვილი გასული წლის 11 სექტემბერს ტელეკომპანია ფორმულას ეზოში დააკავეს. გამოძიებისთვის ხელის შეშლის საბაბით დააპატიმრეს ყოფილი გენერალური პროკურორი, მურთაზ ზოდელავა.
მურთაზ ზოდელავას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის საქმიანობაში ხელის შეშლის ბრალდება აქვს წარდგენილი.















