აქ, ახლა – ტრადიციული ქართული ქსოვილის ახალი სიცოცხლე

აქ, ახლა თიბისისა და ხელოვნების სასახლის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ტრადიციული ქართული ქსოვილის შთაგონებით შექმნილი პროდუქციის შეძენა უკვე შესაძლებელია. ონლაინ მაღაზია – Qsovili.ge სხვადასხვა ქართველი დიზაინერისა თუ სტარტაპერის მიერ, უნიკალური ქსოვილების მოტივებზე შექმნილ კოლექციებს აერთიანებს.

ტრადიციულ ქართულ ქსოვილთან და ტექსტილთან დაკავშირებული პროექტი თიბისიმ კულტურის ისტორიის მუზეუმთან ერთად შექმნა და მიზნად ქართული ქსოვილის ისტორიის კვლევა, ტრადიციების აღდგენა და მათი თანამედროვე, ყოფით კულტურაში დამკვიდრება დაისახა.

ქართული ისტორიული ქსოვილის აღდგენისა და შესწავლის პროექტი მუზეუმმა 2016 წელს დაიწყო. 2 წლის განმავლობაში მხატვრებისა და მკვლევარების ჯგუფმა საქართველოს ეკლესიები მოიარა, ფრესკებზე გამოსახული საერო პირების სამოსი მაქსიმალური სიზუსტით გადმოხატა და მათი შესწავლა დაიწყო.

2018 წელს გამოიცა წიგნი – „ქსოვილი საქართველოდან“, სადაც 200-ზე მეტი ფრესკიდან, 300-მდე პატერნია თავმოყრილი. წიგნში შეკრებილი მასალა კარგად ასახავს, თუ რამდენად ფერადი, თანამედროვე და მრავალფეროვანი იყო საუკუნეების წინანდელი საერო, თუ სადღესასწაულო სამოსი. ასევე, როგორი იყო სხვადასხვა პერიოდში ჩაცმის კულტურა ქვეყანაში და რა ახდენდა მასზე გავლენას.

მემკვიდრეობა და ახალი თაობა თიბისისთვის მთავარი პრიორიტეტებია, სწორედ ამიტომ, პროექტის მიზანი ქართული ტრადიციული ქსოვილის ყოველდღიურობაში გადმოტანა, მისთვის ახალი სიცოცხლისა და დანიშნულების მიცემა იყო.

იმისთვის, რომ ქართული ქსოვილის ნიმუშები ყოველდღიურობაში ინტეგრირებულიყო და მათ თანამედროვე სახე და გამოყენება ჰქონოდა, თიბისიმ, ბიზნესის მხარდაჭერის ფარგლებში, დაინტერესებულ დიზაინერებსა და სტარტაპერებს შესაძლებლობა მისცა წიგნში თავმოყრილ პატერნებზე დაყრდნობით, სხვადასხვა სახის პროდუქცია შეზღუდული რაოდენობით შეექმნათ.

თიბისიმ პროექტის ფარგლებში 20-მდე მეწარმეს და მათ საქმიანობას დაუჭირა მხარი. საბოლოო პროდუქცია და Ready to wear კოლექციები ახალი ქართული ბრენდის ქვეშ გაერთიანდა და აქ – Qsovili.ge, ახლა, შემდეგი დიზაინერებისა და სტარტაპერების მიერ შექმნილი სამოსის, აქსესუარებისა და ნივთების შეძენა შეგიძლიათ: დარაია, ლაკო ბუკია, Rose Moda,  მუზარადი, Side Size, კერამიკ სტუდია, ლაკოიაჟ, Spilow, Why not gallery და სხვა.

სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ჯავა-ონის სამმართველოს თანამშრომელს კორონავირუსი  დაუდასტურდა....

ქავთარაშვილების სახლის დაცხრილვის გამო, პანკისში მოკლული ვისო მუთოშვილის ძმა, შმაგი მუთოშვილი დააკავეს

სოფელ საკობიანოსთან მოკლული ვისო მუთოშვილის ძმა, 35 წლის შმაგი მუთოშვილი დააკავეს. დაკავებულს გამოძიება ორი...

ქარელი-ხაშურის გზაზე მიკროავტობუსი ამოტრიალდა – გარდაცვლილია 1 პირი

ქარელი-ხაშურის გზაზე მიკროავტობუსი ამოტრიალდა, რის შედეგადაც 1 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 11 დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით,...

ივანიშვილმა რუსების დავალებით გააჩერა ანაკლიის პორტის მშენებლობა – უგულავა

“ევროპული საქართველოს” მაჟორიტარობის კანდიდატი ზუგდიდის ოლქში გიგი უგულავა, ზუგდიდის რაიონის სოფელ განმუხურში ადგილობრივებს შეხვდა და...

საქართველოში კორონავირუსის 187 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის 187 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 3306-ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია...

ენმ-ს წევრს, ლაშა ცუცქირიძეს, თავს ნიღბიანი პირები დაესხნენ

ენმ-ს წევრს, ლაშა ცუცქირიძეს, საკუთარ სახლთან, თავს ნიღბიანი პირები დაესხნენ. ამის შესახებ ინფორმაციას, ლაშა...

“გპირდებით: ჩაგმარხავთ ქართველი ხალხი“–გვარამია ოცნებას მათი რესპოდენტის დაშინებაში ადანაშაულებს

მთავარი არხის დამფუძნებელი, ნიკა გვარამია ქართულ ოცნებას მათი არხის რესპოდენტის დაშინებაში ადანაშაულებს, რომელმაც არხთან...

ხაშურში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

ხაშურში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. მამაკაცი სამშენებლო კომპანია "ელისში" ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. ის საავადმყოფოში მიყვანამდე...

სხვა სიახლეები

“ბავშვები ტირიან,ცოლი ტრანსშია“–მესიმ  ბარსადან წასვლა ოჯახის  და მოსალოდნელი სასამართლოს გამო  გადაიფიქრა

მსოფლიო ფეხბურთის მთავარმა ვარსკვლავმა, ლეო მესიმ შეწყვიტა ახლახანს დაწყებული ბრძოლა მშობლიურ კლუბთან და განაცხადა, რომ ბარსელონაში რჩება. “ბავშვები ტირიან, ცოლი ტრანსშია,“– თქვა მან, თუმცა...

ჯანმრთელობა

Covid19-ის რუსული ვაქცინით პუტინის შვილი აიცრა. შეიძლება თუ არა უკვე ამ ვაქცინის გამოყენება

რუსმა მეცნიერებმა ავტორიტეტულ სამეცნიერო ჟურნალ Lancet-ში კორონავირუსის რუსული ვაქცინის კვლევის შედეგების შესახებ სტატია გამოაქვეყნეს. პუბლიკაციაში ისინი ამტკიცებენ, რომ რუსულ პრეპარატს შეუძლია ადამიანის ორგანიზმში Covid19-ის...

შოუ ბიზნესი

ჯონი დეპის ახალი რომანი ცოლთან ხმაურიანი დაშორების შემდეგ

57 წლის ჰოლივუდელი მსახიობის, ჯონი დეპის საქმეები თანდათანობით ლაგდება მას შემდეგ, რაც პირადი პრობლემები და სასამართლო გარჩევები ქონდა ყოფილ ცოლთან, რამაც მის კარიერასაც მიაყენა...

ვიდეო