თბილისის წიგნის XXII საერთაშორისო ფესტივალი 22-27 სექტემბერს ჩატარდება

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, 22-27 სექტემბერს, „ექსპო ჯორჯიაში“ თბილისის XXII წიგნის საერთაშორისო ფესტივალი ყველა რეგულაციის დაცვით ჩატარდება.

პოსტპანდემიური ვითარებიდან გამომდინარე, ფესტივალის მიმდინარეობის პერიოდი გახანგრძლივდა და საგამოფენო სივრცე ტრადიციული 4 დღის ნაცვლად 6 დღის განმავლობაში უმასპინძლებს მსურველებს. აღნიშნული ცვლილება აუცილებელია ფესტივალზე მაქსიმალურად ბევრი მკითხველის მისაღებად, ვინაიდან „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში ერთდროულად დასაშვები ადამიანების რაოდენობა შეზღუდული იქნება. სტუმრობის მსურველთათვის კი წინასწარი რეგისტრაციის სისტემა იარსებებს.

ფესტივალი მომხმარებელს წიგნების შეძენის ტრადიციული ფორმის გარდა, ახალ შესაძლებლობებსაც სთავაზობს: ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში, წიგნების უშუალოდ გამომცემლობების სტენდებზე შეძენა; ექსპო ჯორჯიას ეზოში, მე-11 პავილიონის მიმდებარე ტერიტორიაზე (პავილიონში შესვლის გარეშე), წინასწარ შერჩეული წიგნების  გამომცემლობების ოპერატორებთან შეძენა; წიგნების შეძენა ონლაინ რეჟიმში, სახლიდან გაუსვლელად, საქართველოს წიგნის გამომცემლეთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ვებ-გვერდზე – www.gpba.ge

ფესტივალზე მონაწილეობის მისაღებად 40-ზე მეტი გამომცემლობა დარეგისტრირდა. თითოეული მონაწილე ტრადიციულად სპეციალურ საფესტივალო ფასდაკლებას შესთავაზებს მკითხველებს.

ფესტივალის ლიტერატურულ-საგამომცემლო პროგრამისთვის მთავარი სცენა „ექსპო ჯორჯიას“ ეზოში, ღია ცის ქვეშ განთავსდება და ექვსივე საფესტივალო დღის განმავლობაში სრულად იქნება დატვირთული. ფესტივალის პროგრამა მოიცავს ახალი წიგნების პრეზენტაციებსა და ქართველ მწერლებთან შეხვედრებს; უცხოელი ავტორების ვიდეოჩართვებს; საბავშვო პროგრამას; საგამომცემლო-პროფესიულ პროგრამას და სხვა. ფესტივალზე დასწრების შესაძლებლობა ნებისმიერ მსურველს ექნება.

ფესტივალის ორგანიზატორებმა უკვე მიიღეს ყველა აუცილებელი ინსტრუქცია ჯანდაცვის სამინისტროსგან.

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის მეგობარია თიბისი, რომლისთვისაც ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი განათლებასთან და ლიტერატურასთან დაკავშირებული ინიციატივებისა და პროექტების ხელშეწყობაა.

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის მხარდამჭერები არიან თბილისის მერია და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და  მწერალთა სახლი.

დღეს, ტელეფონი ჩამომართვეს და ხვალ ალბათ თავისუფლებასაც.. – მიხეილ რამიშვილი

გარდავლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ საგამოძიებო უწყება მისი ტელეფონიდან პირად,...

მამუკა ხაზარაძე გამოდის ინიციატივით მევახშეობა კანონით დასჯადი გახდეს

პოლიტიკური პარტია ლელოს ლიდერი და თიბისი ბანკის დამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძე მევახშეობის კანონით დასჯის ინიციატივით...

მეცნიერები: კორონავირუსი უჩვეულოდ მდგრადი და ელასტიური აღმოჩნდა

კორონავირუსი უჩვეულოდ ელასტიური და მაღაი ტემპერატურის მიმართ მდგრადია –ეს დასკვნა ბუდაპეშტში მდებარე ზემელვეისის უნივერსიტეტის...

მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ პროკურატურამ მას მობილური ტელეფონი ჩამოართვა

გარდაცვლილი,თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის აცხადებს, რომ პროკურატურამ მას მობილურიტელეფონი  ჩამოართვა. რამიშვილი ამის...

“ზიზღის და ბრაზის გარდა აღარაფერს იმსახურებს მიხეილ სააკაშვილი“–თამარ ჩერგოლეიშვილი

ტაბულას დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი მიხეილ სააკაშვილის ბოლო განცხადებებს ფეისბუქზე აფასებს. სააკაშვილმა ბოლო საეთერო ინტერვიუში...

მსახიობი თამარ მაყაშვილი საბურთალოზე დამოუკიდებელ მაჟორიტარად იყრის კენჭს

მსახიობი თამარ მაყაშვილი დამოუკიდებელ მაჟორიტარად საბურთალოზე კენჭს იყრის. მსახიობი აცხადებს, რომ უკვე დარეგისტრირებულია და...

ნინო ბურჯანაძე ნატო-ს ყოფილ გენერალური მდივნს წერილს უგზავნის

„ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე, ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენისა და „დემოკრატიების ალიანსის“...

თამარ ბაჩალიაშვილი სუს-ის ყოფილი თანამშრომლისგან დავალებებს იღებდა – მიხეილ რამიშვილი

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომელი თამარ...

სხვა სიახლეები

მზეზე აქტიურობის ახალი ციკლი იწყება. რა პრობლემები გველის დედამიწაზე

ნასა მზეზე მომეტებული აქტივობის ახალი პერიოდის დაწყების შესახებ იუწყება. მეცნიერებმა მას უკვე უწოდეს “მზის ციკლი 25“. ეს მნიშვნელვანია დედამიწის ელექტრონული ტექნოლოგიებისა და ასტრონავტებისთვის ორბიტაზე. კაცობრიობას...

ჯანმრთელობა

მეცნიერები: კორონავირუსი უჩვეულოდ მდგრადი და ელასტიური აღმოჩნდა

კორონავირუსი უჩვეულოდ ელასტიური და მაღაი ტემპერატურის მიმართ მდგრადია –ეს დასკვნა ბუდაპეშტში მდებარე ზემელვეისის უნივერსიტეტის მკვლევარების ჯგუფმა გააკეთა, რომელმაც  Sars-CoV-2–ის უწვრილესი ნემსით გახვრეტა გადაწყვიტა. მათ...

შოუ ბიზნესი

რატომ არ ყავს შარლიზ ტერონს წლების მანძილზე მეგობარი მამაკაცი

შარლიზ ტერონის ბოლო გახმაურებული რომანი მსახიობ შონ პენთან მისი ურთიერთობა იყო . ვრცელდებოდა ჭორები, რომ წყვილი დაქორწინებასაც აპირებდა, თუმცა თავად ტერონი ამას უარყოფდა. შონ...

ვიდეო