თიბისის აგრობარათი ფერმერებისთვის

თიბისი ფერმერებს სრულიად ახალ პროდუქტს – აგრობარათს სთავაზობს, რომელსაც
ისინი მთელი წლის მანძილზე ყოველდღიურ საქმიანობაში მარტივად გამოიყენებენ.
ფერმერებს შეეძლებათ აგრობარათით დაფარონ სამეურნეო წლის განმავლობაში
მეურნეობისთვის საჭირო ყველა მიმდინარე ხარჯი, როგორიცაა სათესლე და სარგავი
მასალების, შხამქიმიკატების, ცხოველის საკვების ანდა ვეტპრეპარატების, საწვავის,
სხვადასხვა აგრო მომსახურების (მაგ.: ნიადაგის დამუშავება, თესვა და ა.შ) შეძენა,
მუშახელისა და მოსავლის აღების ხარჯების დაფინანსება.

ფერმერებს ბარათზე ინდივიდუალური საკრედიტო ლიმიტი ექნებათ, რომლისთვისაც არ
მოუწევთ ყოველი წლის დასაწყისში ბანკში მისვლა და ერთხელ დამტკიცებულ ლიმიტს
ოთხი სამეურნეო წლის განმავლობაში გამოიყენებენ. ეს კი მათ საშუალებას მისცემთ
მომდევნო წლისთვის საჭირო მოსამზადებელი სამუშაოები აგროვადების დაცვით
დროულად განახორციელონ, ასევე ხელსაყრელ ფასად შეიძინონ მათი საქმიანობისთვის
საჭირო ყველა მასალა.

ფერმერები წლის განმავლობაში აგრობარათზე ათვისებული თანხის და მასზე
დარიცხული პროცენტის გადახდას მეურნეობის საქმიანობის სპეციფიკიდან
გამომდინარე შეძლებენ. მაგალითად, არასეზონური აგრობიზნენსის მფლობელებს
შეუძლიათ ათვისებულ თანხაზე დარიცხული პროცენტი ყოველთვიურად გადაიხადონ
და მთლიანი თანხა ვადის ბოლოს მეოთხე წელს დაფარონ, ხოლო მათ ვისაც ერთწლიანი
და მრავალწლიანი კულტურები აქვთ, გადახდა მოსავლის აღების და რეალიზაციის
შემდეგ წელიწადში ერთხელ შეეძლებათ. ასეთ შემთხვევაში ვალდებულების სრულად
დაფარვის შემდეგ, ფერმერს ბანკისგან დამოუკიდებლად კვლავ შეუძლია აითვისოს
ბარათზე განსაზღვრული საკრედიტო ლიმიტი.

თიბისის აგრობარათი ფერმერის საქმიანობაზე სრულად მორგებულია, რადგან ფერმერს
მოსავლის რეალიზაციიდან მიღებული თანხა შეუძლია ამავე ბარათზე განათავსოს და
მასზე საპროცენტო სარგებელი დაერიცხება. ეს ბარათი იმითაც უნიკალურია, რომ
მფლობელი მისი გამოყენებისას ისარგებლებს სპეციალური ფასდაკლებებით ქვეყნის
მასშტაბით არსებულ აგრო მაღაზიებსა და მომსახურების ობიექტებზე. აგრობარათის
პარტნიორი აგრო კომპანიების რიცხვი კი თანდათან იზრდება.

ბარათის მაქსიმალური საკრედიტო ლიმიტი 20 000 ლარია, რომელიც ინდივიდუალურად
4 წლის ვადით განისაზღვრება. აგრობარათის აღება შეეძლება სოფლის მეურნეობაში
ჩართულ ყველა ფიზიკურ პირს, მცირე ოჯახური ანდა ფერმერული მეურნეობის
მფლობელებს.

მე და ლევან იოსელიანი პარლამენტში 2 კაცზე მეტის საქმეს გავაკეთებთ – ელისაშვილი

"მე და ლევან იოსელიანი პარლამენტში 2 კაცზე მეტის საქმეს გავაკეთებთ" - ამის შესახებ პარტია...

ზინედინ ზიდანს კორონავირუსი დაუდასტურდა

საფეხბურთო კლუბ მადრიდის "რეალის" მთავარ მწვრთნელსა და ლეგენდარულ ფეხბურთელს ზინედინ ზიდანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია...

საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენისა და კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვით აქცია გაიმართება

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის აღდგენისა და კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით თბილისში საპროტესტო აქცია დაიგეგმა. აქცია ორშაბათს,...

სალომე ზურაბიშვილი ნატო-ს გენერალურ მდივანს ხვდება

ამ წუთებში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს ხვდება.იენს სტონტელბერგან შეხვედრის შემდეგ ზურაბიშვილი...

პირველადი დამკვეთი კადიროვია, კადიროვის დამკვეთი კი პუტინი – გვარამია გაბუნიას დაგეგმილ მკვლელობაზე

''პირველადი დამკვეთი კადიროვია, კადიროვის დამკვეთი კი პუტინი''- ამის შესახებ "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა, გიორგი...

გუშინ პიარულ თავხედობაში გადაიჭრნენ რუსები და ნაცები, საქართველო ზეიმობდა – მდინარაძე

ქართული ოცნების დეპუტატი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ნაცები და რუსები...

პოლიტპატიმრებზე მოკლედ მოვუჭერით, საერთოდ არ ველაპარაკეთ – მდინარაძე “მოქალაქეებზე”

ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ალეკო ელისაშვილთან და ლევან იოსელიანთან შეხვედრაზე მან...

დაგუგლეთ, რომელ დიდ ქვეყნებშია გახსნილი ზამთრის კურორტები – გამყრელიძე

დაგუგლეთ, ნახეთ ევროპაში ყველაზე ცნობილი ზამთრის კურორტების საბაგირო გზები გახსნილია თუ არა", - ასე...

სხვა სიახლეები

“МВД უნდა დავითრიოთო.მთავარია,ვასიკომ სადმე კონსპირაციულ ბინაში არ მიაძინოს“–ელისო კილაძე კობახიძეზე

ქრონიკა +–ის დამფუძნებელი, ელისო კილაძე ამბობს, რომ ქართული ოცნების ახალ თავმჯდომარეს, ირალკი კობახიძეს შსს–ს ხელში ჩაგდებაზე ოცნებობდა, თუმცა ივანიშვილმა აშკარად აჩვენა, ვის ხელშია რეალური...

ჯანმრთელობა

კოვიდგადატანილთა მესამედი კვლავ საავადმყოფოებში ხვდება– ახალი კვლევა

პანდემიის პირველი ტალღისას კორონავირუსით დაინფიცირებულ  და გამოჯანმრთელებულ ბრიტანელ პაციენტთა  30% შემდგომი 5 თვის განმავლობაში კვლავ საავადმყოფოში მოხვდა. ამის შესახებ ლესტერის უნივერსიტეტის და სტატისტიკის ეროვნული...

შოუ ბიზნესი

“რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ“–ნინი ქარსელაძის დედა აღიარებს, რომ მისი შვილი გათხოვდა

ნინი ქარსელაძის დედა, ხათუნა ჟორდანია ფეისბუქზე წერს, რომ მისი შვილი გათხოვდა: “რადგან ბევრმა სააგენტომ გაავრცელა, დავწერ მეც!!!! ჩემი შვილი გათხოვდა უკვე დიდი ხანია რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ. ახლა...

ვიდეო