თიბისის ბიზნეს აპი – დაადასტურეთ ერთზე მეტი დავალება ერთი დიჯიპასის კოდით

თიბისიმ ბიზნესის მხარდასაჭერად დამოუკიდებელი აპი შექმნა, რომელიც
მნიშვნელოვნად გაუადვილებს ბიზნესს ოპერირებას და საქმიანობის მართვას.
ახალი აპი ბიზნესს სამ ახალ ფუნქციონალს სთავაზობს: ერთი დიჯიპასის კოდით ერთზე
მეტი დავალების დადასტურება, IBAN სკანერი და ბიზნესანგარიშების გადართვა
აპლიკაციიდან გაუსვლელად.

დიჯიპასი უნიკალური ერთჯერადი კოდია, რომელზე წვდომა მხოლოდ კომპანიის
ხელმძღვანელს ან შესაბამის პასუხისმგებელ პირს აქვს. ის ერთგვარი უსაფრთხოების
კოდია, რომლითაც კომპანია დაცულია.

ერთი დიჯიპასით ერთზე მეტი დავალების დადასტურება აქამდე მხოლოდ ბიზნეს
ინტერნეტბანკში იყო ჩაშენებული, ამიერიდან კი ეს ფუნქცია აპშიც ხელმისაწვდომია და
მომხმარებლებს რამდენიმე წამში შეუძლიათ, მრავალი ფინანსური ოპერაცია
შეასრულონ.

ბიზნესს უკვე შეუძლია ახალი აპის გამოყენება. მარკეტინგულ სააგენტო Connect-ში
ბიზნეს აპის გამოყენება მისი დანერგვის დღიდან დაიწყეს. კომპანიის დამფუძნებელი
დავითი რიკიაშვილი ამბობს, რომ თავადაც, როგორც ფიზიკური პირი, თიბისის
აპლიკაციის აქტიური მომხმარებელია, ხოლო ბიზნეს აპი კომპანიის ჭრილშიც მისთვის
დიდი კომფორტია.

Connect-ის ძირითადი საქმიანობა ინტერნეტ მომხმარებლისთვის თანამედროვე და
ადვილად გამოყენებადი ვებგვერდების, პლატფორმებისა და პროგრამების შექმნაა.
Connect საქართველოში მსხვილი და საშუალო ბიზნესებისთვის სერვერულ მომსახურებას
უზრუნველყოფს.

"წარმოიდგინეთ, როდესაც გაქვს რამდენიმე ტრანზაქცია გასაკეთებელი — თუნდაც
ხელფასები უნდა ჩარიცხო თანამშრომლებისთვის — და ამ ყველაფრისთვის მხოლოდ
ერთხელ იყენებ დიჯიპასს. ვისაც ხელფასები ერთხელ მაინც გადაურიცხავს, მიხვდება, რა
კომფორტზეც ვსაუბრობ. ბიზნეს აპი ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია.
კმაყოფილი ვარ, რომ მის გასავითარებლად პროფესიონალი და ბიზნესზე
ორიენტირებული ადამიანები ზრუნავენ. ამ ყველაფერს ვგრძობთ აპლიკაციის
გამოყენების პროცესში",— ამბობს დავით რიკიაშვილი.

მისი თქმით, აპლიკაცია შეიძლება ჩაითვალოს წარმატებულად მხოლოდ მაშინ, როცა ის
ნამდვილად მოერგება მომხმარებლის სურვილებს. Connect-ში ამბობენ, რომ აპთან
ყოველდღიური შეხებით გარკვეულ სტატისტიკას ქმნიან და სამომავლოდაც დიდი
ინტერესით დაელოდებიან ბიზნეს აპის განახლებას, რადგან ყველა ის სიახლე უყვართ,
რაც ბიზნესს მხარს უჭერს და ავითარებს.

ბიზნეს აპს კიდევ მრავალი ფუნქცია დაემატება და ის ერთგვარი მენეჯერული აპლიკაცია
გახდება, სადაც ბიზნესის მფლობელები და ხელმძღვანელები არა მხოლოდ ფინანსური
ოპერაციების შესრულებას ან ინფორმაციის მიღებას შეძლებენ, არამედ სხვა
მნიშვნელოვანი პროცესების მართვასაც.

რომელ პარტიას რა რიგითი ნომერი ექნება ბიულეტენში

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2020 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის, მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის...

აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე რუთ ბეიდერ გინსბურგი გარდაიცვალა

აშშ-ის უზენაესი სასამართლოს ლეგენდარული მოსამართლე, რუთ გინსბურგი, 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების მიზეზი პანკრეასის სიმსივნე გახდა....

საკრებულოს წევრს, ჯაბა ჯიშკარიანს კორონავირუსი დაუდასტურდა

თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატს, პარტია "ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსის" წევრს, ჯაბა ჯიშკარიანს „კოვიდ-19“...

შემიძლია გადავდგა კონკრეტული ნაბიჯები, რომ საქართველოს ტერიტორიაზე უკანონო ბორდერიზაცია შეჩერდეს – ბურჯანაძე

სამარცხვინოა, როდესაც შეხვედრებზე პრემიერ-მინისტრი უკანონო ბორდერიზაციას საერთოდ არ ახსენებს, ვითომ ეს ტერიტორია არ იყოს ჩვენი...

ეკლესია ყოველთვის მიაგებს პატივს ხელისუფლებას – ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე აცხადებს, რომ ეკლესია ხელისუფლებას ყოველთვის პატივს მიაგებს. ამის შესახებ მან  ტელეკომპანია...

არ არსებობდა ოჯახი, ვისაც სააკაშვილის რეჟიმი არ შეხებია – კალაძე

„ჩვენ მზად ვართ ვემსახუროთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს, იმერეთის რეგიონს, სამტრედიელებს“, - ამის შესახებ...

რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტს პატიმრობა შეეფარდა

რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტს მერაბ ბესელიას აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე, რომელიც დისტანციურ...

სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ჯავა-ონის სამმართველოს თანამშრომელს კორონავირუსი  დაუდასტურდა....

სხვა სიახლეები

“ბავშვები ტირიან,ცოლი ტრანსშია“–მესიმ  ბარსადან წასვლა ოჯახის  და მოსალოდნელი სასამართლოს გამო  გადაიფიქრა

მსოფლიო ფეხბურთის მთავარმა ვარსკვლავმა, ლეო მესიმ შეწყვიტა ახლახანს დაწყებული ბრძოლა მშობლიურ კლუბთან და განაცხადა, რომ ბარსელონაში რჩება. “ბავშვები ტირიან, ცოლი ტრანსშია,“– თქვა მან, თუმცა...

ჯანმრთელობა

Covid19-ის რუსული ვაქცინით პუტინის შვილი აიცრა. შეიძლება თუ არა უკვე ამ ვაქცინის გამოყენება

რუსმა მეცნიერებმა ავტორიტეტულ სამეცნიერო ჟურნალ Lancet-ში კორონავირუსის რუსული ვაქცინის კვლევის შედეგების შესახებ სტატია გამოაქვეყნეს. პუბლიკაციაში ისინი ამტკიცებენ, რომ რუსულ პრეპარატს შეუძლია ადამიანის ორგანიზმში Covid19-ის...

შოუ ბიზნესი

ჯონი დეპის ახალი რომანი ცოლთან ხმაურიანი დაშორების შემდეგ

57 წლის ჰოლივუდელი მსახიობის, ჯონი დეპის საქმეები თანდათანობით ლაგდება მას შემდეგ, რაც პირადი პრობლემები და სასამართლო გარჩევები ქონდა ყოფილ ცოლთან, რამაც მის კარიერასაც მიაყენა...

ვიდეო