თიბისი დაზღვევა 2020 წლის შედეგებს აჯამებს

თიბისი დაზღვევა 2020 წლის გამოწვევებს სადაზღვევო სექტორში პოზიციების გამყარებითა და წლის შემაჯამებელი წარმატებული შედეგებით პასუხობს.

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში არსებული მდგომარეობა მნიშვნელოვნად შეეხო როგორც მცირე და საშუალო, ასევე დიდ ბიზნესებს, სწორი სტრატეგიის შერჩევისა და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის ფონზე, კომპანიამ კრიზისულ პერიოდშიც შეძლო თავისი მისიის ერთგულება და ადამიანებს ცხოვრება კიდევ უფრო გაუმარტივა, რაზეც მომხმარებელთა კმაყოფილების უმაღლესი მაჩვენებელი და დაზღვეულთა მუდმივად მზარდი რაოდენობა მეტყველებს – კომპანიას 35 000-ზე მეტი ახალი დაზღვეული ჰყავს.

შედეგად, საქართველოს საცალო სადაზღვევო სექტორში თიბისი დაზღვევის ბაზრის წილი 36%-ს შეადგენს. აღსანიშნავია ისიც, რომ კომპანია წელსაც არ თმობს პირველობას და ავტოდაზღვევის საცალო გაყიდვების მიმართულებით როგორც დაზღვეულთა რაოდენობით, ასევე ანაზღაურებული თანხის მოცულობით, ლიდერია: 2020 წელს ავტოდაზღვევის მომხმარებელბეს კომპანიამ 9 მილიონი ლარი აუნაზღაურა, თანაც 73% დისტანციურად.

წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა კომპანიის საქმიანობა კორპორატიულ სეგმენტშიც და ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულებით, რომელსაც თიბისი დაზღვევა სულ რაღაც ორი წელია რაც შეუერთდა, უკვე 200-მდე კომპანია და 15 000-ზე მეტი დაზღვეული ჰყავს.

„ასეთი ზრდის,  რიცხვებისა და დინამიკის გარდა, ცალკე აღნიშვნის ღირსია სრულიად ახალი და რევოლუციური ტექნოლოგიური ცვლილებები, ინოვაციური პროდუქტები, ციფრული ეფექტური სისტემები, რაც პანდემიის პირობებში საკმარისად პოზიტიურად წაადგა თიბისი დაზღვევის საერთო მაჩვენებლებს. ეს არ იყო დაგეგმილი როგორც პანდემიის საწინააღმდეგო პრევენცია, მაგრამ საერთო გაციფრულების სტრატეგიამ ამ მხრივ ძალიან კარგად იმუშავა. დღეს ჩვენი სადაზღვევო პოლისების 70% იყიდება  დისტანციურად და ზარალის ანაზღაურების შემთხვევების  80%-მდე ასეთივე სისტემით მიმდინარეობს,  ანუ ფიზიკურად კომპანიის თანამშრომლის და მომხმარებლის ჩარევის გარეშე.“ – პაატა ღაძაძე, თიბისი დაზღვევის გენერალური დირექტორი.

დედას ნელ-ნელა დაავიწყდა ჩვენი სახელები, მიილია – გაბუნიას მონოლოგი ჯულიეტა ვაშაყმაძეზე

„პოსტ ფაქტუმის“ წამყვანმა გიორგი გაბუნიამ საკუთარ დედაზე, ჯულიეტა ვაშაყმაძეზე ისაუბრა. მან მონოლოგში დედამისისის ავადმყოფობისა...

ალექსეი ნავალნი აეროპორტშივე დააკავეს

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი, რომელიც მოსკოვში რამდენიმე წუთის წინ დაბრუნდა, აეროპორტში დააკავეს. პოლიტიკოსი...

არ მეშინია, ვიცი, რომ მართალი ვარ, წავალ სახლში – ალექსეი ნავალნი

რუსმა ოპოზიციონერმა ალექსეი ნავალნიმ რუსეთში დაბრუნების შემდეგ მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, არაფრის ეშინია,...

ნავალნი მოსკოვშია – თვითმფრინავი შერემეტოვის აეროპორტში დაჯდა

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი რუსეთშია. მოსკოვში, ვნუკოვის საერთაშორისო აეროპორტი ჩამომსვლელი ფრენებისთვის დახურეს. თვითმფრინავი, რომელშიც...

“სახლში მივფრინავთ” – ალექსეი ნავალნი რუსეთში ბრუნდება

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი რუსეთში ბრუნდება. ის მეუღლესთან ერთად ბერლინიდან უკვე გაფრინდა და...

საიას ახალი თავმჯდომარე ნიკოლოზ სიმონიშვილი გახდა

საიას თავმჯდომარედ ორგანიზაციის გამგეობამ ნიკოლოზ სიმონიშვილი აირჩია. გამეგობის სხდომა დღეს გაიმართა. დღესვე საიას თავმჯდომარის...

გირჩი – მეტი თავისუფლება: დაუყოვნებლივ გაიხსნას ქვეყანა, აღდგეს სატრანსპორტი მიმოსვლა

"გვაცადეთ მუშაობა!" – ამ მოწოდებით "გირჩი – მეტი თავისუფლება" განცხადებას ავრცელებს. პარტიის განცადებით, გირჩი პანდემიის...

შავ ზღვაში რუსული გემი ჩაიძირა – მაშველები ეკიპაჟის წევრების გადარჩენას ცდილობენ

შავ ზღვაში, თურქეთის პროვინაცია ბართინის სანაპიროსთან რუსული სატვირთო გემი ჩაიძირა. მაშველები გემის ეკიპაჟის 15...

სხვა სიახლეები

“МВД უნდა დავითრიოთო.მთავარია,ვასიკომ სადმე კონსპირაციულ ბინაში არ მიაძინოს“–ელისო კილაძე კობახიძეზე

ქრონიკა +–ის დამფუძნებელი, ელისო კილაძე ამბობს, რომ ქართული ოცნების ახალ თავმჯდომარეს, ირალკი კობახიძეს შსს–ს ხელში ჩაგდებაზე ოცნებობდა, თუმცა ივანიშვილმა აშკარად აჩვენა, ვის ხელშია რეალური...

ჯანმრთელობა

კორონავირუსი შესაძლოა ერექციული დისფუნქციის მიზეზი გახდეს–სპეციალისტების დასკვნა

კორონა-ვირუსით გამოწვეული გრძელვადიანი შედეგების შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამ ცნობილი არ არის, თუმცა უკვე ცნობილია, რომ იმ ჩივილების ჩამონათვალი, რაც კოვიდ-ინფექცია გადატანილ პაციენტებს ხანგრძლივი...

შოუ ბიზნესი

ფილტრისა და ფოტოშოფის გარეშე:ჯენიფერ ლოპესის ფოტოები რეალურ ცხოვრებაში პლაჟზე

ამბობენ, რომ ჯენიფერ ლოპესი ბევრი ქალისთვის მისაბაძი მაგალითი და მოტივატორია. ის ყოველთვის ფორმაშია, ვარჯიშობს და სხვადასხვა დიეტას იცავს. ბეჯითი შრომის შედეგს ვარსკვლავი თავად  ხშირად...

ვიდეო