კავშირი მოწევას და Covid19-ს შორის – ნიუ იორკელი მეცნიერების ახალი კვლევა

ფრანგ მეცნიერთა ერთი მცირე ჯგუფის ჰიპოთეზა, თითქოს თამბაქოს მოწევა შეიძლება ადამიანს ახალი კორონავირუსისგან იცავდეს, მალევე გაბათილდა. მას თავისთავად ბევრი ლიმიტი გააჩნდა და კრიტიკას ვერ უძლებდა. თუმცა, ამ საკითხზე არცერთ სხვა კვლევას, ან პუბლიკაციას, რომელიც პირველად მონაცემებს უარყოფდა, მსგავსი რეზონანსი არ მოჰყოლია, არც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებგვერდზე, არც შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის განმარტებაზე და არც თავად საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე.

უახლესი კვლევის ავტორები თამბაქოს მოწევას და კოვიდ-19-ს შორის არსებულ კავშირის შესახებ ნიუ-იორკელი მეცნიერები არიან. ქოლდ-სპრინგის ლაბორატორიის მკვლევარები (Cold Spring Harbor Laboratory) შეეცადნენ დაედგინათ, თუ რატომ არიან მწეველები უფრო მგრძნობიარე სხვადასხვა ინფექციების მიმართ, კერძოდ – ვირუსის სარს-კოვ-2-სადმი, რომელიც იწვევს კოვიდ-19-ს. კვლევის შესახებ სტატიას ამერიკის ხმა ავრცელებს.

როგორც ცნობილია, ადამიანთა უმრავლესობას ახალი კორონავირუსი ისე ემართება, რომ სიმპტომებს ან საერთოდ ვერ გრძნობს, ან ის იოლი ფორმით გადააქვს. თუმცა, იმუნოდეპრესირებულები, ხანდაზმულები, კაცები, ჭარბწონიანები, მწეველები – ეს ადამიანთა ის ჯგუფებია, რომლებშიც კოვიდ-19-ის გართულებების რისკი მაღალი რჩება.

ნიუ-იორკში, ქოლდ-სპრინგის ლაბორატორიაში ჩატარებულ კვლევას ხელმძღვანელობდნენ ჯეისონ შელცზერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი და ჯოან სმიტი, ინჟინერი კომპანიაში „გუგლი“. ვინაიდან პანდემიის გამო, ლონგ-აილენდზე მდებარე ამ ლაბორატორიის სამეცნიერო სამუშაოების უდიდესი  ნაწილი შეჩერებული იყო, მათ გადაწყვიტეს, უკვე გამოქვეყნებული მონაცემები შეესწავლათ და გაეანალიზებინათ.

მეცნიერებს აინტერესებდათ ეპოვათ ის მთავარი მახასიათებელი, რაც მწეველს გაცილებით მგრძნობიარეს ხდის ახალი კორონავირუსით ინფიცირების მიმართ. „დავიწყეთ ყველა მონაცემის შეგროვება, რაც კი მოიპოვებოდა“ – წერს შელცზერი ლაბორატორიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ წერილში.

მისი ჯგუფი ფილტვებში გენების აქტოვობას სწავლობდა და სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში, ორივე სქესში, მწეველებში და არამწეველებში მიღებულ შედეგებს, ერთმანეთს ადარებდა. „როცა ყველაფერს თავი მოვუყარეთ და ანალიზი დავიწყეთ, შევნიშნეთ, რომ როგორც თაგვებში, რომლებსაც თამბაქოს ასუნთქებდნენ, ისე მწეველ ადამიანებში, გაზრდილი რაოდენობით იყო ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტი 2 (ACE2)“ – აღნიშნავს მეცნიერი.

ეს სწორედ ის ცილაა, რომელსაც ახალი კორონავირუსი ადამიანის ორგანიზმის უჯრედებში შესაღწევად იყენებს. როგორც ირკვევა, სიგარეტის მოწევა ფილტვებში ზუსტად ამ ცილის წარმოქმნას ასტიმულირებს და შესაბამისად, გამოდის, რომ ვირუსს საკუთარი ორგანიზმის ინფიცირებაში ეხმარება.

გასაოცრად დიდი იყო თამბაქოს კვამლის გავლენა, აღნიშნავს ჯეისონ შელცზერი. თუმცა, მისი თქმით, კვლევის მონაცემებმა ისიც აჩვენა, რომ ამ ცილის გაზრდილი რაოდენობა ფილტვებში დროებითია და პროცესი შეუქცევადი არ არის: როცა პაციენტი მოწევას თავს ანებებს, ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტი 2-ის რაოდენობა რეგულირდება და ხშირად არამწეველის რაოდენობას უტოლდება. მეცნიერთა ვარაუდით, თუ მწეველი თამბაქოს მიღებას შეწყვეტს, ახალი კორონავირუსის მწვავე ფორმით ინფიცირების რისკიც შემცირდება.

„მწეველებს, არამწეველებთან შედარებით, კოვიდ-19-ის მწვავე ფორმით დაავადება უფრო მეტად ემუქრებათ“ – ამბობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ 11 მაისს გამოქვეყნებული განცხადება. ამ დასკვნამდე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტები არსებული კვლევების შეჯამების საფუძველზე მივიდნენ.

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოუწოდებს მკვლევარებს, მეცნიერებს და მედიას, ფრთხილად იყვნენ და ზედმეტად ნუ გააშუქებენ მოსაზრებას, თითქოს თამბაქო ან ნიკოტინი კოვიდ-19-ის რისკებს ამცირებს“ – ნათქვამია გაეროს ჯანდაცვის წამყვანი ორგანიზაციის ვებგვერდზე, რადგან ამ მოსაზრების დამადასტურებელი ინფორმაცია ჯერჯერობით არ არსებობს.

ორგანიზაციის განმარტებით, კოვიდ-19 ინფექციური დაავადებაა, რომელსაც მთავარი შეტევა ფილტვებზე მიაქვს. მოწევა კი ფილტვების ფუქნციებს აზიანებს, რაც კორონავირუსთან ბრძოლას აფერხებს.

ამას გარდა, მოწევა ბევრი სხვა არაგადამდები დაავადების რისკფაქტორია, როგორიცაა გულსისხლძარღვთა დაავადებები, კიბო, რესპირატორული დაავადებები და დიაბეტი, რომლებიც თავისთავად არიან კოვიდ-19-ის გართულებების უფრო მაღალი რისკის ჯგუფში. „არსებული კვლევები მიუთითებს, რომ მწეველები მწვავე დაავადების და სიკვდილობის უფრო მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან“ – აცხადებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, რომელიც გამუდმებით, რეალურ დროში აჯამებს ახალი სამეცნიერო ნაშრომების შედეგებს.

ნიუ-იორკის მეცნიერების მიერ გამოქვეყნებული ახალი კვლევა დაფინანსებულია შეერთებული შტატების ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის, კიბოს ამერიკული საზოგადოების და ნიუ-იორკის საზოგადოებრივი ფონდის მიერ. ნაშრომი 16 მაისს გამოქვეყნდა სამეცნიერო ჟურნალში Developmental Cell. ჯეისონ შელცზერის და ჯოან სმიტის გარდა, კვლევის თანაავტორები არიან: ერინ სოსვილი, ვიშრუთ გირიში, მონე ლუ იანი, ანანდ ვასუდევანი და კრისტენ ჯონი.

წყარო: ამერიკის ხმა

შაქარაშვილის საქმის დაზარალებულთა ნაწილს დაზიანებები სხეულის მარჯვენა მხარეს აქვს. ვინ არის ცაცია თავდამსხმელებს შორის

შაქარაშვილის საქმის დაზარალებულების ნაწილს ზიანი სხეულის მარჯვენა მხარეს აქვს მიყენებული. გიორგი ქათამაძეს სამივე დარტყმა სახის...

რად გვინდა ქართველ ერს ეგეთი სახარება, ბიძინაზე რომ არაფერი წერია? – ბასილ კობახიძე ჯაღმაიძეს

თეოლოგი ბასილ კობახიძე დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც თქვა, რომ სახარებაში არ წერია,...

ოზურგეთში გატაცებასა და ცემაში ბრალდებულ 5 პირს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ 5 პირს...

ვერ ავცდებით ასეთ ტრაგედიებს, როცა ლომჯარია ამბობს, რომ ყველას აქვს უფლება, იყოს უზრდელი –...

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით სახალხო დამცველის,...

როგორ ჩატარდება ეროვნული გამოცდები – ჯანდაცვის სამინისტრომ რეკომენდაციები შეიმუშავა

ერთიანი ეროვნული, საგრანტო და საერთო სამაგისტრო გამოცდები 6 ივლისს დაიწყება და 5 აგვისტოს დასრულდება. ჯანდაცვის...

გუშინ ღამით გაქურდეს ბინა, რომელშიც დედაჩემი ცხოვრობს – ანა დოლიძე

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე აცხადებს, რომ გაქურდეს, ბინა რომელშიც დედამისი...

ავსტრიაში ჩეჩენი ბლოგერი მოკლეს, რომელიც კადიროვს აკრიტიკებდა

ავსტრიაში ჩეჩენი ბლოგერი, მამიხან უმაროვი მოკლეს. Кавказ.Реалии-ს ინფორმაციით, მკვლელობა ვენიასთან ახლოს მდებარე ქალაქში, ერთ-ერთ სავაჭრო...

ენგურში 4 ქალს ეძებენ, რომლებიც აფხაზეთიდან გადმოსვლას მდინარის გადმოლახვით ცდილობდნენ

მდინარე ენგურში 4 ქალი დაიკარგა, რომლებიც ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოვლას მდინარე ენგურის გადმოლახვით ცდილობდნენ. გავრცელებული ინფორმაციით,...

სხვა სიახლეები

მეცნიერებმა დაადგინეს ვის კბენენ ყველაზე ხშირად კოღოები

მეცნიერებმა დაადგინეს ვის კბენენ ყველაზე ხშირად კოღოები მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ყველაზე მიმზიდველი კოღოებისთვის 1 ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანები არიან. მათ, ვისაც მეორე ჯგუფის სისხლი აქვთ...

ჯანმრთელობა

რა უნდა ვიცოდეთ ახალი კორონავირუსის ჯი-მუტაციაზე

კარგი ამბით დავიწყოთ: კოვიდ-19-ის გამომწვევი ვირუსის მუტაცია სახელად დი-614-ჯი (D614G), დღევანდელი მოცემულობით, არ ხდის ადამიანებს კიდევ უფრო ავად, ან უფრო მეტად არ ამძიმებს ინფიცირებულებს. ამ...

შოუ ბიზნესი

ანჯელინა ჯოლი მისი შავკანიანი შვილის გამო შიშობს და თვლის, რომ “სისტემა მას არ დაიცავს

შავკანიანი ამერიკელის, ჯორჯ ფლოიდის სიკვდილმა, რომელიც პოლიციის არამართლზომიერმა ქმედებებმა გამოიწვია და აშშ–ში რასიზმის წინააღმდეგ მასობრივმა საპროტესტო აქციებმა სერიოზული საზოგადოებრივი ვნებათაღელვა გამოიწვია. ქვეყანაში კვლავ ალაპარაკდნენ...

ვიდეო