რუსთავში, თიბისის მხარდაჭერით, მაღალტექნოლოგიური საწარმო – „ქართული ტექსტილი“ გაიხსნა

რუსთავში, თიბისის მხარდაჭერით,  ტექსტილის მაღალტექნოლოგიური საწარმო – „ქართული ტექსტილი“ გაიხსნა. 38 000 კვ.მ ფართობის მიწაზე 25 000 კვ.მ ფართობის ქარხნის მშენებლობას საძირკველი 2020 წლის ზაფხულში ჩაეყარა.

შ.პ.ს „ქართული ტექსტილი“ „აჭარა ტექსტილის“ ჯგუფის რიგით მეოთხე საწარმოა. ქსელის სხვა საწარმოების მსგავსად, რუსთავში მდებარე ახალ სამკერვალო ქარხანაში სპორტული სამოსი შეიკერება, რომელიც სრულად ექსპორტზე გავა. საწარმოში ამ ეტაპზე 700 ადამიანია დასაქმებული.

პროექტის ჯამური ღირებულება 20 მილიონი ლარია, საიდანაც 10 მილიონი ლარი თიბისიმ, სააგენტოს – „აწარმოე საქართველოში“  პროგრამის ფარგლებში დააფინანსა.

ქართული ექსპორტიორი კომპანია „აჭარა ტექსტილი“ საფეიქრო მრეწველობის სფეროში 2009 წლიდანაა ჩართული და დღემდე ბათუმში, ქობულეთსა და ფოთში სამ სამკერვალო ქარხანას აერთიანებდა. სადაც ჯამში 3500-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. კომპანია სპორტული პროდუქციის რეალიზაციას საერთაშორისო ბაზარზე ახორციელებს და ისეთ მსხვილ სპორტულ ბრენდებთან თანამშრომლობს, როგორებიცაა: Nike, Adidas, Lotto, Erima, Under Armour და სხვა.

საწარმოში სპორტული სამოსი მსოფლიოში წამყვანი სპორტული გუნდებისთვის (აიაქსი, არსენალი, ლიონი, მალაგა, ატლეტიკო, მადრიდი, გალათასარაი) და სხვადასხვა ეროვნული ნაკრებისთვის (საფრანგეთი, ინგლისი, პორტუგალია, ხორვატია, შევიცარია) იკერება.

ჯგუფი წლიურად 15 000 000 ერთეულ სპორტულ პროდუქტს ქმნის და მისი წლიური ექსპორტის ჯამური მოცულობა 250 მილიონი ლარია. რუსთავში ახალი ქარხნის ამოქმედებით კი წარმოების მოცულობა კიდევ უფრო გაიზრდება.

„თიბისისთვის, როგორც ქვეყანაში ბიზნესის N1 მხარდამჭერისთვის, სირთულეებით სავსე წელს მთავარი გამოწვევა იყო მაქსიმალურად დავხმარებოდით ბიზნესებს იმისთვის, რომ სექტორს და ზოგადად ქართულ ეკონომიკას ფუნქციონირება გაერგძელებინა. ეს იყო ჩვენი პასუხისმგებლობა – მხარი დაგვეჭირა პარტნიორი კომპანიებისთვის მათი მიმდინარე თუ ახალი ინიციატივების განხორციელებაში. მოხარული ვარ, რომ „ქართული ტექსტილი“ სწორედ იმის მაგალითი აღმოჩნდა, რომ არსებული რეალობის მიუხედავად, ეროვნული წარმოება გრძელდება და ფართოვდება კიდეც. წლის ასეთი დასასრული იმედს მაძლევს, რომ მომავალი წელი უფრო ნაყოფიერი, ახალი შესაძლებლობებისა და წარმატებების მომტანი იქნება“, – ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

“კატეგორიულად არა!” – მელაშვილი მოსამართლის კითხვაზე, ცნობს თუ არა თავს დამნაშავედ

ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილი მოსამართლის კითხვაზე, სცნობს თუ არა თავს დამნაშავედ, ასე...

შესაძლებელია, საბოლოო განაჩენს ციხის გარეთ დაელოდონ – წულუკიანი მელაშვილ-ილიჩოვაზე

პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმდჯომარე თეა წულუკიანი ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვასთვის პროკურატურის მიერ სასამართლოსთვის...

პოლიტპატიმრის გამოშვება პოლიტიკური პროცესის გაჯანსაღების სიგნალი იქნება – ხოშტარია

ელენე ხოშტარია ეხმიანება პროკურატურის გადაწყვეტილებას, რომელმაც ილიჩოვა–მელაშვილის გირაოთი გათავისუფლება მოითხოვა. ხოშტარიას შეფასებით, პოლიტპატიმრების გათავისუფლება მოქალაქეების...

გირაოზე თანახმა ვარ, ბინას ჩავდებთ და გამოვიყვანთ – ივერი მელაშვილის მეუღლე

ივერი მელაშვილის მეუღლე, თამარ სულაძე ამბობს, რომ პროკურატურის შუამდგომლობაზე, რომ მისი მეუღლე გირაოთი გათავისუფლდეს,...

პროკურატურა მელაშვილისა და ილიჩოვას გირაოთი გათავისუფლებას ითხოვს

პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვასთვის პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობით მიმართავს. პროკურორის...

ახალგაზრდობის მინისტრი ქვეყნიდან გაქცევის მოსურნე ახალგაზრდებს გააკავებს – ჯაფარიძე

გირჩი – მეტი თავისუფლებას ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ხუმრობით ეხმიანება მთავრობის გადაწყვეტილებას, რომ განათლების სამინისტროს...

თუ ვაქცინისთვის მიმართვას არ გაგზავნიან, მოქალაქეები ავიღებთ მართვის სადავეებს – ჩალაძე

გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის ხელმძღვანელი გიორგი ჩალაძე ამბობს, თუ ხელისუფლება მალტას არ სთხოვს ვაქცინებს, ამას...

ყოველი საათი, რომელშიც არ მივმართავთ მალტას, ნიშნავს, რომ ვაქცინები წავა სხვაგან – ჩალაძე

გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის ხელმძღვანელი გიორგი ჩალაძე ამბობს, რომ მალტის ხელისუფლებისთვის ოფიციალური მიმართვის წერილის გაგზავნა...

სხვა სიახლეები

“МВД უნდა დავითრიოთო.მთავარია,ვასიკომ სადმე კონსპირაციულ ბინაში არ მიაძინოს“–ელისო კილაძე კობახიძეზე

ქრონიკა +–ის დამფუძნებელი, ელისო კილაძე ამბობს, რომ ქართული ოცნების ახალ თავმჯდომარეს, ირალკი კობახიძეს შსს–ს ხელში ჩაგდებაზე ოცნებობდა, თუმცა ივანიშვილმა აშკარად აჩვენა, ვის ხელშია რეალური...

ჯანმრთელობა

მეცნიერმა კორონავირუსით დაინფიცირების ზრდასა და მზის სხივების ნაკლებობას შორის კავშირი დაადგინა

შემოდგომაზე ბევრ ევროპულ ქვეყანაში მკვეთრად გაიზარდა კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები. ბევრმა ჩათვალა, რომ ეს ტემპერატურის სეზონურ კლებას უკავშირდება. თუმცა, ძირითადი ფაქტორი შესაძლოა ამ ქვეყნების გეოგრაფიული...

შოუ ბიზნესი

“რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ“–ნინი ქარსელაძის დედა აღიარებს, რომ მისი შვილი გათხოვდა

ნინი ქარსელაძის დედა, ხათუნა ჟორდანია ფეისბუქზე წერს, რომ მისი შვილი გათხოვდა: “რადგან ბევრმა სააგენტომ გაავრცელა, დავწერ მეც!!!! ჩემი შვილი გათხოვდა უკვე დიდი ხანია რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ. ახლა...

ვიდეო