სიმბიოტიკსი და თიბისი ლიზინგი 16 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის სესხის გამოყოფით მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობას ზრდიან

თიბისი ლიზინგმა და გავლენიანმა საინვესტიციო კომპანიამ “სიმბიოტიკსი“, წარმატებული გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ახალ შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის საფუძველზეც “სიმბიოტიკსი“ თიბისი ლიზინგს 16 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის სესხს გამოუყოფს. ახალი რესურსი ხელს შეუწყობს საქართველოში სხვადასხვა სალიზინგო პროგრამების განვითარებას და აქცენტირებული იქნება მცირე და საშუალო ბიზნეს სეგმენტზე – თიბისი ლიზინგის რეგულარულ და პოტენციურ მომხმარებელზე. მცირე და საშუალო საწარმოები, განვითარებადი ეკონომიკური პოტენციალით, მზარდ სექტორს მიეკუთვნება და მოქმედი ბიზნესების უმეტესობას წარმოადგენს; მათ კრიზისთან ბრძოლის წინააღმდეგ ინოვაციური მიდგომები გამოავლინეს და ამავე დროს, შეინარჩუნეს გადახდისუნარიანობა. საქართველოს მთავრობა სუბსიდირების პროგრამებითა და სხვადასხვა მხარდამჭერი ღონისძიებებით აქტიურად მონაწილეობს მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისებასა და შემდგომ განვითარებაში.
მცირე და საშუალო ბიზნესის სეგმენტი თიბისი ლიზინგის პორტფელის 2/3-ს შეადგენს. გარდა ამისა, თიბისი ლიზინგის გაფართოების მიზანი თანხვედრაშია რეგიონებში მოღვაწე მცირე და საშუალო ბიზნეს სუბიექტების რაოდენობის მატების ტენდენციასთან, რაც ხელს შეუწყობს კომპანიის პორტფელში გეოგრაფიული კონცენტრაციის დაბალანსებას. მცირე და საშუალო ბიზნესის სექტორი თიბისი ლიზინგის სამიზნე სეგმენტად რჩება, ვინაიდან უშუალოდ ლიზინგს შეუძლია ამ სეგმენტის მოთხოვნების დაკმაყოფილება, რაც მას უფრო მიმზიდველსა და კონკურენტუნარიანს ხდის საბანკო პროდუქტებთან მიმართებაში.

“პანდემიურმა სიტუაციამ ეს ფინანსური წელი უჩვეულო გახადა, მრავალი გეგმის გადახედვა მოგვიხდა და ზოგიერთი მიზანი ისეთი ადვილი განსახორციელებელი აღარ აღმოჩნდა, როგორც ამას აქამდე ველოდით. არასტაბილურობის მიუხედავად, კომპანიას შეუძლია დააფინანსოს ახალი პროექტები და ამავდროულად არსებულ კლიენტებს საშეღავათო პერიოდი შესთავაზოს – გაათავისუფლოს ისინი საიჯარო გადასახადებისგან 3-დან 6 თვემდე პერიოდის განმავლობაში. ასეთი კრიზისის დროს, “სიმბიოტიკსის“ მუდმივი მხარდაჭერა და გამორჩეული თანამშრომლობა მნიშვნელოვან სტიმულად იქცა ჩვენი კლიენტებისთვის უწყვეტი დახმარების აღმოჩენაში, ხოლო სანდო პარტნიორობამ კიდევ უფრო მეტად წაახალისა სტაბილური, განვითარება. ამასთან, მოვახერხეთ, რომ გაგვეთვალისწინებინა ლარის გაცვლითი კურსის რყევების შედეგად წარმოშობილი რისკები, რაც აღნიშნული რესურსის ნაწილის ლარში დენომინირებით გახდა შესაძლებელი,“- ნუგზარ ლოლაძე, თიბისი ლიზინგის ფინანასური დირექტორი.

“თითქმის 5-წლიანი წარმატებული თანამშრომლობის შედეგად, თიბისი ლიზინგმა დაამტკიცა, რომ ის სანდო პარტნიორია, რომელიც მნიშვნელოვან მისიას ატარებს გაუზარდოს ფინანსებზე ხელმისაწვდომობა საქართველოში მოღვაწე მცირე და საშუალო ბიზნესებს, რომლებიც ცდილობენ თავიანთი პროდუქტიულობის გაზრდას და თავის მხრივ, ხელს უწყობენ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. კოვიდ-19-ით გამოწვეული გლობალური კრიზისის მიუხედავად, მოხარული ვართ, რომ წელს, ახალი დაფინანსებით ვუწყობთ ხელს თიბისი ლიზინგს, მათ შორის, ადგილობრივ ვალუტაში. გვჯერა, რომ საქართველოს რეალური ეკონომიკის განვითარებაში მომავალშიც საერთო ძალებით შევიტანთ წვლილს,”- სოფია ტულუპოვა, ECA-ს და MENAP-ის თანარეგიონალური მენეჯერი “სიმბიოტიკსში“.
ფინანსური რესურსის მოქმედების ვადის განმავლობაში, მოსალოდნელია, 200–ზე მეტი მცირე და საშუალო საწარმოს დაფინანსება და აღნიშნულ სუბიექტებში დასაქმებულ პირთა რაოდენობის ოთხჯერ გაზრდა.
თიბისი ლიზინგის შესახებ – თიბისი ლიზინგი თიბისი ჯგუფის წევრია. ის საქართველოში ყველაზე მსხვილ სალიზინგო კომპანიას წარმოადგენს, 17-წლიანი გამოცდილებითა და 70%-მდე საბაზრო წილით. კომპანია თნამშრომლობს წამყვან ადგილობრივ და საერთაშორისო მომწოდებლებთან და ახორციელებს პროექტების დაფინანსებას თითქმის ყველა ბიზნეს სექტორში. კერძოდ, მედიცინა, ტრანსპორტი, სტუმარ-მასპინძლობის, ვაჭრობა, სოფლის მეურნეობა, განახლებადი ენერგია, მშენებლობა და სხვა, ასევე კომპანია ახორციელებს საცალო კლიენტების დაფინანსებას.

“სიმბიოტიკსის“ შესახებ – “სიმბიოტიკსი“ სოციალური ტრანსფორმაციის ინვესტირების ბაზარზე წვდომის მოწინავე პლატფორმაა, რომელიც მიზნად ისახავს მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების და მცირე ან საშუალო შემოსავლის მქონე ოჯახების დაფინანსებას განვითარებად და გარდამავალ ეკონომიკებში. 2005 წლიდან, კომპანიამ 90 განვითარებად და გარდამავალ ბაზარზე 450 კომპანიასთან 4000-მდე საინვესტიციო შეთანხმება გააფორმა, რომლის ღირებულებამ 5.5 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. აღნიშნული ინვესტიციები დაფინანსებულ იქნა 25-ზე მეტი საფონდო მანდატის და 50-ზე მეტი მესამე მხარის სპეციალიზირებული საფონდო მენეჯერის მიერ, რაც მსგავსი გარიგებებისთვის მზარდ ბაზარს და ეკოსისტემასა ქმნის.

ბაიდენს დღეს რომ ვუსმენდი, მეგონა, ჩვენი პროგრამა ჰქონდა – ხაზარაძე

ლელოს ლიდერის, მამუკა ხაზარაძის თქმით, ჯო ბაიდენის ინაუგურაციის სიტყვამ თავისი პარტიის პროგრამა გაახსენა. "ჩვენ გვაქვს...

ამერიკა დაბრუნდა – ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ მოუთმენლად ელის შეერთებული შტატების არჩეულ პრეზიდენტ...

გიორგი გახარია ჯო ბაიდენს აშშ-ის პრეზიდენტობას ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ჯო ბაიდენს აშშ-ის პრეზიდენტობას ულოცავს. მისი თქმით, საქართველო მოუთმენლად ელის თანამშრომლობის გაძლიერების...

ეს ამერიკის დღეა, დემოკრატიამ გაიმარჯვა – ჯო ბაიდენის სიტყვა ინაუგურაციაზე

ამერიკის შეერთებული შტატების 46-ე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, ინაუგურაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ დემოკრატიამ გაიმარჯვა...

ჯო ბაიდენის ინაუგურაციაზე ამერიკის ჰიმნი ლედი გაგამ შეასრულა (ვიდეო)

აშშ–ის 46–ე პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციის ცერემონიაზე ამერიკის სახელმწიფო ჰიმნი პოპ მომღერალმა, ლედი გაგამ...

ჯო ბაიდენმა და კამალა ჰარისმა ფიცი დადეს

აშშ–ის არჩეულმა 46-ე პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დადო. მან საპრეზიდენტო ფიცი საოჯახო ბიბლიაზე დადო. საზეიმოდ ფიცი დადო...

ზურაბ ადეიშვილი კობა დავითაშვილის საქმეზე სასამართლომ დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი კობა დავითაშვილისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზებისა...

პირველ რიგში სავაჭრო სექტორის გახსნას განვიხილავთ, შემდეგ სკოლებს – ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, მთავრობა პირველ რიგში სავაჭრო სექტორის და განათლების სფეროს გახსნას...

სხვა სიახლეები

“МВД უნდა დავითრიოთო.მთავარია,ვასიკომ სადმე კონსპირაციულ ბინაში არ მიაძინოს“–ელისო კილაძე კობახიძეზე

ქრონიკა +–ის დამფუძნებელი, ელისო კილაძე ამბობს, რომ ქართული ოცნების ახალ თავმჯდომარეს, ირალკი კობახიძეს შსს–ს ხელში ჩაგდებაზე ოცნებობდა, თუმცა ივანიშვილმა აშკარად აჩვენა, ვის ხელშია რეალური...

ჯანმრთელობა

კოვიდგადატანილთა მესამედი კვლავ საავადმყოფოებში ხვდება– ახალი კვლევა

პანდემიის პირველი ტალღისას კორონავირუსით დაინფიცირებულ  და გამოჯანმრთელებულ ბრიტანელ პაციენტთა  30% შემდგომი 5 თვის განმავლობაში კვლავ საავადმყოფოში მოხვდა. ამის შესახებ ლესტერის უნივერსიტეტის და სტატისტიკის ეროვნული...

შოუ ბიზნესი

“რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ“–ნინი ქარსელაძის დედა აღიარებს, რომ მისი შვილი გათხოვდა

ნინი ქარსელაძის დედა, ხათუნა ჟორდანია ფეისბუქზე წერს, რომ მისი შვილი გათხოვდა: “რადგან ბევრმა სააგენტომ გაავრცელა, დავწერ მეც!!!! ჩემი შვილი გათხოვდა უკვე დიდი ხანია რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ. ახლა...

ვიდეო