ბერაზე და ბიძინაზე დავწერე რაღაც ხუმრობა, დიმიტრი სამხარაძეს უნდოდა თავის გამოჩენა და უნდა მოვეკალი – მუსიკოსი

”ბერაზე და ბიძინაზე დავწერე რაღაც ხუმრობა, დიმიტრი სამხარაძეს უნდოდა თავის გამოჩენა და უნდა მოვეკალი”- ტელეკომპანია “პირველის” მიერ გავრცელებულ  აუდიოჩანაწერებს არაერთი მოქალაქის გამოხმაურება მოჰყვა, რომლებიც იხსენებენ მუქარებს მას შემდეგ რაც ბიძინა ივანიშვილზე და ბერა ივანიშვილზე ხუმრობასა და კრიტიკას მოჰყვა.

ტელეკომპანია მთავართან,ამჯერად მუსიკოსი თორნიკზე ქარჩხაძე იხსენებს, თუ როგორ დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით “ქართულიც ოცნების” რეგიონული მდივანი, დიტო სამხარაძე.

”ბერაზე და ბიძინაზე დავწერე რაღაც ხუმრობა. არ იყო კარგი ხუმრობა, არ ვამაყობ ამ ხუმრობით და შემომესია დიმიტრი სამხარაძე, და როგორც ჩანს, თავის გამოჩენა უნდოდა, მაშინ, იმ პერიოდში გახდა პარლამენტარი.ჩემს ფოტოს პოსტავდნენ, ვითომ მეძებდნენ უნდა მოვეკალი, ასეთი ლაპარაკი იყო და ავრცელებდნენ. მერე ვიღაცამ გაარკვია როგორღაც, ჩემს ფეისბუკზე, როგორც ჩანს ნახა, რომ ჰააგაში ვარ და არკვევდნენ ჰოლანდიაში, ვინ ჰყავთ და უნდა მოვეკალი. მაგათი მოკლული არ გაიშვას;;, –ამბობს თორნიკე ქარჩხაძე.

2013 წელს ბერამ არასასურველი კომენტარისთვის ჯერონიმო და 4 მენტი მომიგზავნა – მუსიკოსი

სკანდალური აუდიოჩანაწერი: ბერა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი ახალგაზრდების დასჯაზე საუბრობენ, ვინც ბერას ფეისბუქით შეურაცხყოფა მიაყენა