2013 წელს ბერამ არასასურველი კომენტარისთვის ჯერონიმო და 4 მენტი მომიგზავნა – მუსიკოსი

” 2013 წელს ბერამ არასასურველი კომენტარისთვის ჯერონიმო და 4 მენტი მომიგზავნა “- ამის შესახებ მუსიკოსი, სანდრო სულაქველიძე სოციალურ ქსელში წერს.  სანდრო სულაქველიძე მიმართავს იმ ადამიანებს რომლებსაც არ სჯერათ ბერა ივანიშვილზე გავრცელებული ფარული აუდიო-ჩანაწერების ავთენტურობისა და სინამდვილის და აცხადებს რომ სქემა ახლაც ზუსტად იგივენაირია როგორიც 2013 წელს პირადად მასთან გამოიყენა ბერა ივანიშვილის “სადამსჯელო რაზმმა” მუსიკოსი ასევე წერს, რომ ის ჩანაწერები რაც გავრცელდა, სრული სურათიც  კი არაა იმის, თუ რას ავალებს და როგორ ბოლომდეც მიყვება ხოლმე აღსრულებას.

“ბერას და ღარიბას ჩანაწერების ვისაც არ გჯერათ მინდა გითხრათ, რომ გინებისთვის კი არა, ჯიდიესის ერთ-ერთ გადაცემაზე მისთვის არასასურველი სტატუსის დაწერისთვის დამაყენა 2013ში რეპერი ჯერონიმო და 4 მენტი საბლატაოდ :))

ეტყობა ვინმე ანზორი უეჭველი უნდა იყოს სადამსჯელო ოპერაციაში ჩართული :))
მე ჯერ ტელეფონით დამემუქრნენ, მერე დამადგნენ და ბოლოს იმით დამთავრდა რომ სტატუსის წაშლა მთხოვეს  ეტყობა მანდაც რამე არ მოეწონა, ისე რო არ გამოვიდა როგორც უნდოდათ და მეორე დღეს კიდე დაარეკინა ვიღაცას, შენ ბოდიში არ უნდა მოგეხადა საჯაროდო? მე კი არ მომიხდია ბოდიში და არც “მიკაჩავება” გამოუვიდათ, მაგრამ ეგ ჯერ კიდე კოჰაბიტაციის 2013იყო  მას მერე გაიზარდა პატარა ბერა “ჯოფრიც” და ახლა უკვე ანზორ “კლიგანი”ს მეშვეობით დასდევს მისთვის არასასურველი სტატუსების დამწერებს.
გუშინ რაც მოვისმინე, ამ ავადმყოფი ბავშვის დაგეშილი ტიპების მხრიდან მოქმედებების ზუსტად იგივე სქემა იყო რითაც მაშინ ჩემთან ეცადნენ რაღაცის მიღწევას, ამიტომ ვისაც არ გჯერათ ან არ გინდათ დაიჯეროთ მინდა იმედები გაგიცრუოთ, რაც მოისმინეთ ეგ სავარაუდოდ სრული სურათიც არაა იმის თუ რაებსაც ავალებს და როგორ ბოლომდეც მიყვება ხოლმე აღსრულებას.”- წერს სანდრო სულაქველიძე სოციალურ ქსელში.