“ის ელჩი რომ “გამოიძახეს“, სახლამდე როგორ ჩააღწევს?“–სააკაშვილი საქართველოს ხელისუფლების მიერ უკრაინიდან ელჩის გამოხმობაზე

“შეიძლება კითხვა დავსვა? ის ელჩი რომ “გამოიძახეს“, სახლამდე როგრ ჩააღწევს?“– კითხულობს უკრაინაში რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ხელისუფლების მწვავე რეაქციის საპასუხოდ, რომელმაც გადაწყვიტა უკრაინიდან ელჩი გამოიძახოს.

ამის შესახებ სააკაშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს:

“სერიოზულად თუ ვიტყვით:

  1. პრეზიდენტი ზელენსკი იმის მომხრეა, რომ უკრაინამ საქართველოსთან ურთიერთობები გააღრმაოს იქ ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში და მე ამას სრულად ვუჭერ მხარს. ეს ბრძნული სახელმწიფოებრივი პოზიციაა.
  2. ქართველი ხალხი არ მისცემს არცერთ ხელისუფლებას უფლებას თუნდაც ოდნავ გააფუჭოს უკრაინასთან ურთიერთობა და თუნდაც მიანიშნოს ამაზე.
  3. საერთოდ კი, ვფიქრობ, რომ საქართველოსა და უკრაინას შორის ყველაფერი კარგად იქნება და ორი ქვეყნის ახლო, მეგობრულ ურთიერთობას ალტერნატივა უბრალოდ არ აქვს.“ – წერს მიხეილ სააკაშვილი.