კაპიტოლიუმის გარშემო ლითონის ღობეს ამონტაჟებენ

ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის შენობის გარშემო ლითონის დამცავ ღობეს ამონტაჟებენ. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს. ეს უპრეცენდენტო გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კაპიტოლიუმის ბორცვი რადიკალების შეტევის სამიზნე გახდა და ტრამპის მომხრეთა რადიკალურად განწყობილი ნაწილი შენობაში შეიჭრა.

ცნობისთვის, არეულობა ვაშინგტონში მას შემდეგ დაიწყო, რაც მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კონგრესის შენობის წინ შეიკრიბნენ და კაპიტოლიუმზე იერიში მიიტანეს.და სხდომის ჩაშლა სცადეს. შედეგად, სხდომა რამდენიმე საათით მართლაც შეწყდა, თუმცა, მოგვიანებით განახლდა და ჯო ბაიდენი პრეზიდენტად ოფიციალურად გააფორმა.