მაჟორიტარებზე შეთანხმება მნიშვნელოვანია, ვინმემ ახსნას, რა შეიცვალა – ზურაბ ჯაფარიძე

პარტია გირჩის ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ მაჟორიტარებზე შეთანხმება მნიშვნელოვანია. ის Facebook-ზე წერს, რომ აინტერესებს, რატომ ვერ ხდება შეთანხმება და რა შეიცვალა.

“1. მაჟორიტარებზე შეთანხმება მნიშვნელოვანია.

2. თუ აღარ არის მნიშვნელოვანი, ვინმემ ახსნას რატომ იყო მნიშვნელოვანი რამდენიმე თვე და ახლა რა შეიცვალა.

3. თუ შეთანხმება ვერ ხდება, მე მაინტერესებს რატომ ვერ ხდება. მეტიც, ვთვლი რომ ეს საჯაროდ არის ასახსნელი.

4. მე მეჩქარება ამ პროცესის დასრულება (იმედია შეთანხმებით), რომ გაურკვევლობა დასრულდეს და კამპანია დავიწყო”, – წერს ზურაბ ჯაფარიძე.

ცნობისთვის, ევროპული საქართველო ნაციონალურ მოძრაობას მოუწოდებს, შეთანხმების ერთგულები დარჩნენ. გიგა ბოკერიას იმედი აქვს, რომ ენმ-ს წევრებისა და მათთან დაკავშირებული პირების განცხადებები შეთანხმების ჩაშლის მომზადება არ არის. 

დავით ბაქრაძის თქმით, პირველ ტურში საერთო მაჟორიტარებზე შეთანხმება ოპოზიციის გამარჯვებისთვის საკვანძო ელემენტია.