მრევლი კომენდანტის საათის დაწყებამდე მივა ტაძარში, დილის 6 საათზე დატოვებს – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, სააღდგომო წირვაზე მრევლი ეკლესიაში კომენდანტის საათის დაწყებამდე მივა და მას დილის ექვს საათზე დატოვებს.

“კანონის დაცვით, კომენდანტის საათის დაცვით, უსაფრთხოების წესების დაცვით, მოვახერხოთ მოწესრიგებულად მსახურებაზე დასწრება, ვიზეიმოთ დღესასწაული და არ მოვაკლოთ ჩვენს მცდელობას რომ ვზრუნავთ და არც ლოცვას, რომ ღმერთი შეგვეწიოს გულწრფელ მსახურებაში”, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

მთავრობის განცხადებით, საპატრიარქოსთან შეთანხმდნენ, რომ დიდ ტაძრებში სოციალურ დისტანციას უზრუნველყოფენ, ხოლო მცირე ზომის ეკლესიებში მხოლოდ სასულიერო პირები იქნებიან.