პარტიული პოლიტიკიდან ვიღებ პაუზას – დავით ბაქრაძე

დავით ბაქრაძე ევროპული საქართველოს თავმჯდომარე აღარ იქნება. მისი თქმით, ყველაფერს, ისევე, როგორც პარტიას სჭირდება განახლდება და სწორედ ამიტომ, ოთხწლიანი თავმჯდომარეობის შემდეგ, პარტიის მომდევნო ყრილობაზე, რომელიც მაისამდე გაიმართება, ის თავის კანდიდატურას აღარ დააყენებს.

ბაქრაძის განცხადებით, პარტიული პოლიტიკიდან პაუზას იღებს.

“მე ვრჩები პოლიტიკაში, ოპოზიციურ ფლანგზე, მაგრამ პარტიული პოლიტიკიდან მე ვიღებ პაუზას. რას გავაკეთებ ამ პაუზისას – არ ვიცი, დიდი ხანია სახლში დაწყებული დისერტაცია მაქვს, შეიძლება დავასრულო, მაქვს მოწვევები სხვადასხვა უნივერსიტეტიდან, ბევრი შესაძლებლობა მაქვს”,– თქვა მან ბრიფინგზე.