სააკაშვილის განცხადებაზე არ ვფიქრობ საერთოდ – გიგა ბოკერია

ევროპული საქართველოს ერთ–ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის განცხადებებზე არ ფიქრობს.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე არ ვფიქრობ საერთოდ. თქვენი კითხვაა, რას ვფიქრობ ამაზე, არაფერს არ ვფიქრობ. სააკაშვილის შანსები ჩვენს პოლიტიკურ გუნდთან კავშირში არ არის. ჩვენ ვართ ევროპული საქართველო, მას აქვს თავისი პოლიტიკური პარტია, იმ პარტიაში რას იზამს, ეს მისი საქმეა. სხვა პარტიების აქტივობებს რატომ უნდა მივესალმო? მე მივესალმები ევროპული საქართველოს წარმატებას ივანიშვილის დამარცხების შემდეგ. სხვა ოპოზიციური პარტიები რას იზამენ, ვინ იქნება მათ წინა, თუ შუა ხაზზე, ეს მათი განცხადებაა”,– ამბობს ბოკერია ჟურნალისტის კითხვის პასუხად.

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილი დღეს ვიდეომიმართა გაავრცელა. მან თქვა, რომ საქართველოს არალეგიტიმური მთავრობა ჰყავს, რომლის კანონიერებას არცერთი წამით არ ცნობს. მისივე განცხადებით,  “ქართული ოცნების” ხელისუფლება მოსკოვის პირდაპირ დაკვეთას ასრულებს, რაც მალე დასრულდება. სააკაშვილი ამბობს, რომ ქართველ ხალხთან ერთად”ხელჩაკიდებული” ბრძოლის წინა ხაზზე იბრძოლებს.

მის განცხადებას უმრავლესობის წევრმა, ირაკლი სესიაშვილი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ამაზე უკრაინას პასუხი მოეთხოვება.