ხუხაშვილი: ვარლამ გოლეთიანმა დღეს დაუშვა პრაქტიკულად ფატალური შეცდომა

“ვარლამ გოლეთიანმა დღეს დაუშვა პრაქტიკულად ფატალური შეცდომა…”,– ასე აფასებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი “რიონის ხეობის მცველის” ჭყონდიდის ეპარქიაში ჩასვლას.

სალხინოს ტაძარში, სადაც დღეს დილიდან დაპირისპირება იყო, ვარლამ გოლეთიანი და ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე სხვა აქტივისტები ჩავიდნენ. გოლეთიანმა აღნიშნა, რომ წუხს ეპარქიაში განვითარებული მოვლენებით.

“ვწუხვართ ამ ყველაფრის გამო და ჩამოვედით, რომ ეპარქიაში ცხოვრების მშვიდობიანად გაგრძელებას დავუჭიროთ მხარი. ეს არის ჩვენი აქ მოსვლის მიზანი”,– თქვა გოლეთიანმა.

თეოლოგი ბასილ კობახიძის განცხადებით, გოლეთიანმა მეუფე სტეფანეს მხარი დაუჭირა, რაც “ნაძირლობაა”, თუმცა ამან ვერაფერი უნდა დააკლოს საპროტესტო მოძრაობას.