უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი მიხაილ დრაპატი იქნება

spot_imgspot_img

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი დაინიშნა. ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Telegram-ზე გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა.

  • „გადავწყვიტე, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მთავარსარდალი მიხაილო დრაპატი გახდება. მიხაილოსთან, ევგენი ხმარასთან და პავლო პალისასთან ერთად განვსაზღვრეთ, თუ როგორ უნდა განახლდეს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის კონფიგურაცია. ფაქტია, რომ ალექსანდრ სირსკიმ უზრუნველყო უკრაინის შედეგები კიევის დაცვაში, ხარკოვის შეტევით ოპერაციასა და კურსკის ოპერაციაში. მნიშვნელოვანი გზაა გავლილი, უკრაინის დაცვა გრძელდება და საჭიროა ღირსეული მოპყრობა თითოეული მეომრის მიმართ. მე მადლობელი ვარ ალექსანდრ სირსკის და თითოეული ჩვენი მეომრის უკრაინის ძლიერი ფრონტალური პოზიციებისთვის. მადლობელი ვარ მიხაილო დრაპატის ზუსტად ასეთი ხედვისთვის. დღეს ალექსანდრ სირსკისთან და ანდრი ჰნატოვთან ერთად ვისაუბრეთ სამსახურის შემდგომ ფორმატებსა და საქმეების სწორ გადაბარებაზე. ყველა ჩვენგანის სურვილი ერთია — მტერზე გამარჯვება და ფრონტზე ისეთი პირობების მიღწევა, ასევე რუსეთზე იმგვარი ზეწოლა, რაც რუსეთს მშვიდობისკენ აიძულებს. ხვალ ყველა გადაწყვეტილებას ოფიციალურად გავაფორმებთ. ამ სიტუაციიდან უკრაინა უფრო ძლიერი უნდა გამოვიდეს და რუსეთს უფრო გაუჭირდება. დიდება უკრაინას!“- აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

დრაპატიმ ამ პოსტზე გენერალი ოლექსანდრ სირსკი ჩაანაცვლა.

თავად სირსკის ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ფრონტზე უკრაინის მტკიცე პოზიციების შენარჩუნებისთვის, ხოლო გამოყო სირსკის წვლილი კიევის თავდაცვაში, ხარკოვის კონტრშეტევასა და კურსკის ოპერაციაში.

ვინ არის მიხაილო დრაპატი

44 წლის გენერალ-მაიორს, მიხაილო დრაპატის დასავლური მედია ახასიათებს, როგორც ახალი თაობის „ბრძოლის ველის ლიდერს“, რომელსაც უდიდესი ავტორიტეტი აქვს უშუალოდ სანგრებში მყოფ ჯარისკაცებს შორის, რადგან მისი მთელი კარიერა მებრძოლების გადარჩენის მაგალითია.

უკრაინული სამხედრო წყაროები დრაპატის ბიოგრაფიიდან რამდენიმე საკვანძო ეპიზოდს გამოყოფენ:

  • 2014 წლის მარიუპოლის გარღვევა: როდესაც სეპარატისტებმა უკრაინული ძალები ალყაში მოაქციეს, მაშინდელმა მაიორმა დრაპატიმ პირადი პასუხისმგებლობა აიღო, თავისი ჯავშანმანქანა (BMP) მაქსიმალურად ააჩქარა, მთელი ძალით შეასკდა მტრის ბეტონის ბარიკადებს, დაამსხვრია ისინი და თავისი ბატალიონი განადგურებას გადაარჩინა. ეს კადრები მაშინ სწრაფად გავრცელდა და უკრაინაში ლეგენდარული გახდა.
  • “იზვარინოს“ ალყის გარღვევა: იმავე წლის აგვისტოში, როდესაც რუსული „გრადების“ ცეცხლის ქვეშ მისი დანაყოფი საზღვართან მიატოვეს, მან უარი თქვა იარაღის დაყრაზე, ცეცხლის ქვეშ 160 კილომეტრი გაიარა და 260 მებრძოლი ალყიდან უდანაკარგოდ გამოიყვანა.
  • ხერსონის განთავისუფლების ოპერაცია (2022 წლის შემოდგომა): დრაპატი სათავეში ჩაუდგა ოპერატიულ-ტაქტიკურ ჯგუფ „ხერსონს“. სწორედ მან დაგეგმა და მართა სამხრეთ უკრაინაში რუსეთის არმიის ლოგისტიკის ჩაკეტვისა და დნეპრის მარჯვენა სანაპიროს, მათ შორის ქალაქ ხერსონის, განთავისუფლების ურთულესი სამხედრო კამპანია.
  • ხარკოვის კრიზისის ჩაქრობა (2024 წლის მაისი): როდესაც რუსებმა ხარკოვის ოლქში ახალი ფრონტი გახსნეს და ვოვჩანსკის მიმართულებით სერიოზული საფრთხე შეიქმნა, ზელენსკიმ კრიზისულ ზონაში საგანგებოდ დრაპატი გაგზავნა. მან უმოკლეს დროში შეაჩერა რუსების წინსვლა და ფრონტის ხაზი სტაბილიზაციამდე მიიყვანა.

უკრაინის ჯარი და სამოქალაქო საზოგადოება ახალი მთავარსარდლისგან სამხედრო სტრატეგიის სრულ ტექნოლოგიურ მოდერნიზაციასა და თითოეული მებრძოლის სიცოცხლის დაფასებას ელოდება.

შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად მიხაილო დრაპატის დანიშვნამდე,  ვითარება საკმაოდ დაძაბული იყო: 15 ივლისს თავდაცვის მინისტრის, მიხაილო ფედოროვის გათავისუფლების შემდეგ, რომელმაც თანამდებობაზე მხოლოდ ექვსი თვე გაატარა, მაგრამ სწრაფად მოიპოვა საზოგადოების მხარდაჭერა სამხედრო მიღწევების გამო, ათასობით უკრაინელი გამოვიდა ქუჩებში ქვეყნის მასშტაბით.  ფედოროვმა გათავისუფლების შემდეგ განაცხადა, რომ თავად ითხოვდა სირსკის გადაყენებას და ადანაშაულებდა  სამხედრო რეფორმების დაბლოკვაში. 

საპროტესტო აქციები 16, 17, 18, 19, 20 და 21 ივლისს გაგრძელდა კიევსა და სხვა ქალაქებში,

სანამ ზელენსკიმ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიიღო დრაპატის მთავარსარდლად დანიშვნის შესახებ. ამასთან ერთად, ზელენსკიმ შეხვედრა გამართა ფედოროვთან და მას შესთავაზა მნიშვნელოვანი თანამდებობაც რაც, სავარაუდოდ, მიზნად ისახავდა პროტესტების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნის — ფედოროვის სახელმწიფო საქმიანობაში დაბრუნება.

18-19 ივლისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ განიხილებოდა მისთვის ე.წ. “მილტექ ცარის” (military-tech coordinator) როლის შეთავაზება — სამხედრო ტექნოლოგიების, შეიარაღების წარმოებისა და უსაფრთხოების უწყებებს შორის კოორდინაციაზე პასუხისმგებელი პოზიცია.

ასევე, 20 ივლისს გავრცელდა ცნობა, რომ ფედოროვმა უარყო ასევე ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს (NSDC) ფარგლებში შეთავაზებული პოსტიც — მიუხედავად იმისა, რომ ეს პოზიცია პრეზიდენტთან პირდაპირ წვდომას და თავდაცვის რეფორმებზე ზედამხედველობის მანდატს ითვალისწინებდა.

21 ივლისს, დრაპატის დანიშვნის დღეს, ზელენსკიმ საჯაროდ განაცხადა, რომ ფედოროვს “მნიშვნელოვანი პოსტი” შესთავაზა სახელმწიფოს ტექნოლოგიური განვითარების მიმართულებით — თუმცა ჯერჯერობით უცნობია, მიღო თუ არა ფედოროვმა ეს კონკრეტული შეთავაზება.

spot_imgspot_img

პოპულარული

ტრამპის გოლფ-კლუბის თავზე ორი თვითმფრინავი სამხედრო ავიაგამანადგურებლებმა შეაჩერეს და ზონიდან გაყვანეს

ჩრდილოეთ ამერიკის საჰაერო-კოსმოსური თავდაცვის გაერთიანებული სარდლობის (NORAD) F-16 ტიპის...

პენ საქართველო: პატიმრებისთვის გაგზავნილი წიგნები პოლიტიკურ ცენზურას ექვემდებარება

პენ საქართველო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ამბობს, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში...

პუტინის ვიზიტი სადაო კუნძულზე და მედვედევი: იაპონიის პრემიერის ყბედობა არაფერს შეცვლის

„იაპონიის პრემიერის ყბედობა არაფერს შეცვლის, კურილის კუნძულები იყო, არის...

გომის მთაზე მიკროავტობუსი ტურისტებით ხრამში გადავარდა, არიან დაღუპულები და დაშავებულები

ამ დროისთვის შსს ადასტურუებს 4 ადამიანის გარდაცვალებას გომისმთაზე მომხდარი...

გერმანიის ახალი ელჩი: არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან

არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან -...

მასკმა უკრაინას რუსეთის სიღრმეში დარტყმებისთვის Starlink-ის გამოყენების უფლება არ მისცა

SpaceX-ის მფლობელმა ილონ მასკმა უკრაინას უარი უთხრა Starlink-ის გამოყენებაზე...

„ქოცხროვა“ ამზადებს დიდ ღალატს – გეორგიევსკის ტრაქტატის“ მოხმობით ამზადებენ ქართული სახელმწიფოს გაუქმებას

„ქოცხროვა“ ამზადებს დიდ ღალატს - „გეორგიევსკის ტრაქტატის“ მოხმობით ამზადებენ...
spot_img

ყველა ამბავი

თბილისის მერია ძლიერი წვიმის შედეგებზე: დაზიანებული ინფრასტრუქტურისა და ქუჩების გაწმენდის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს

თბილისის მერია წუხელ მოსული ძლიერი წვიმის შედეგად ქალაქის სხვადასხვა უბნების დატბორვასთან და ინფრასტრუქტურის დაზიანებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:“დედაქალაქში 14 აგვისტოს...

ვენესუელას ხელისუფლებამ 131 პოლიტპატიმარი გაათავისუფლა

ვენესუელაში დროებით მთავრობასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდის შემდეგ 131 პოლიტპატიმარი გაათავისუფლეს. ქვეყნის მთავრობის განცხადებით, გათავისუფლებული პირები მანამდე დაკავებული...

იტალიაში რენუარის, სეზანის და მატისის მოპარული ტილოები იპოვეს

იტალიის პოლიციამ ერთ-ერთი ეჭვმიტანილის სახლში რენუარის, სეზანისა და მატისის სამი ნახატი აღმოაჩინა, რომლებიც მარტში პარმასთან მდებარე კერძო მუზეუმიდან მოიპარეს....

სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე საქართველოს და თურქეთის მოქალაქეები დააკავა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, სისხლის სამართლის ორ სხვადასხვა საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, დიდი ოდენობით...

ტრამპი: აშშ-ს სურს ჰორმუზის სრუტე საკუთარ ტერიტორიად გამოაცხადოს

აშშ-ის პრეზიდენტი ჰორმუზის სრუტის ამერიკის ტერიტორიად გამოცხადებას გეგმავს. ასეთმა ნაბიჯმა შესაძლოა რეგიონში ამერიკული ძალების განუსაზღვრელი ვადით განთავსება მოითხოვოს. ირანი...

ნატოს გამანადგურებლებმა ლატვიის თავზე შეჭრილი დრონი ჩამოაგდეს

რუსეთის რეგიონებზე დრონებით შეტევის დროს ერთ-ერთი უპილოტო საფრენი აპარატი ლატვიის საჰაერო სივრცეში მოხვდა. ის ნატოს გამანადგურებლებმა გაანადგურეს, განაცხადა ლატვიის...

ნინო სუხიშვილის მიმართვა: ჩვენ არაფერი გვჭირს არც თავის სამართლებელი, არც დასაცავი

„ჩვენ არაფერი გვჭირს არც თავის სამართლებელი, არც დასაცავი“ - ამის შესახებ ნინო სუხიშვილი ვიდეომიმართვაში ამბობს.ქართული ნაციონალური ბალეტის ხელმძღვანელი ანსამბლის...

ლავროვი: ვერ გავჩერდებით, პასუხისმგებლები ვართ რუსეთის ათასწლოვანი ისტორიის წინაშე

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ომის მიმდინარეობასა და დასავლეთის როლზე საუბრისას კატეგორიულად უარყო ფრონტის არსებულ ხაზზე კონფლიქტის გაყინვის...

სააკაშვილი: ივანიშვილი რუსეთთან ხელშეკრულების გაფორმებისა და ანტი-დასავლური პაქტის შექმნისთვის ემზადება

ივანიშვილი ემზადება რუსეთთან ხელშეკრულების გაფორმებისთვის, დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენისთვის, ანტი-დასავლური პაქტის შექმნისთვის, -აფხაზეთის და ცხინვალის სუბიექტად აღიარებისთვის - ამის შესახებ...

კომპანია „სოლიდუსმა“ ოკუპირებულ აფხაზეთში კიდევ 100 ტონა საწვავი შეიტანა

კომპანია „სოლიდუსმა“ ოკუპირებულ აფხაზეთში კიდევ 100 ტონა საწვავი შეიტანა. ამის შესახებ კომპანიის მფლობელმა გიორგი არველაძემ BM.GE-ის განუცხადა.„სანამ ეს კრიზისი...

რომან გოცირიძე: ფხაზეთში საწვავის შეტანა საქართველოს და რუსეთის ხელისუფლების ორგანიზებით მოხდა

ვისოლი, გალფი, სოკარი, რომპეტროლი, ლუკოილი-აქედან ერთ-ერთი არის ის კომპანია, რომელმაც ოკუპანტებს დახმარების ხელი გაუწოდა. გუშინ სოჭში საწვავზე 15 საათიანი...

6 კითხვა ირაკლი კობახიძეს

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აფხაზეთში საწვავის შეტანის დეტალების გასაჯაროებას ითხოვს.პარტიის წევრმა შალვა კერესელიძემ ირაკლი კობახიძეს ამ საკითხზე სადეპუტატო შეკითხვით მიმართა.კობახიძესთან...