10 ფაქტი არქიტექტურული შედევრის – საგრადა ფამილიას შესახებ

{{ARTICLEIMAGE}}

ბარსელონას მთავარი ღირშესანიშნაობის – საგრადა ფამილიას, ანუ წმინდა ოჯახის ტაძრის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. კათოლიკური ბაზილიკის საბოლოოდ დასრულება 2026 წლისთვის იგეგმება. ეს არის ყველაზე ხანგრძლივი და რთული მშენებლობა მსოფლიოში, რომელიც  მესამე საუკუნეა  გრძელდება. მოდით გავიხსენოთ რამდენიმე ფაქტი ამ ყველაზე უცნაური მშენებლობის შესახებ.
  1. ბარსელონის მთავარი სიმბოლო და მსოფლიო არქიტექტურის საგანძური – საგრადა ფამილია არქიტექტორ ანტონიო გაუდის ყველაზე ცნობილი ნამუშევარია. ის უკვე 136 წელია შენდება. პირველი ქვა   მშენებლობაზე 1882 წლის 19 მარტს დაიდო ეშამპლეს რაიონში, რომელიც იმ დროისათვის ბარსელონას გარეუბნად ითვლებოდა. პროექტის ამჟამინდელი მთავარი არქიტექტორი  მის დასრულებას გაუდის გარდაცვალების ასი წლისთავის აღსანიშნავად – 2026 წლის 10 ივნისისთვის გეგმავს.


    Sagrada Familia  მშენებლობა. 1887 წელი.


  2. ტაძრის მშენებლობას თავდაპირველად არქიტექტორი ფრანსისკო პაულა დე ვილიარი ხელმძღვანელობდა და არა გაუდი, როგორც ეს დღემდე ბევრს გონია. მისი ჩანაფიქრით ტაძარი ლათინური ჯვრის ფორმის ჩვეულებრივი ნეოგოტიკური ბაზილიკა უნდა ყოფილიყო, თუმცა დამკვეთთან – წმინდა სენ ხოსეს მიმდევართა სულიერ ასოციაციასთან აზრთასხვაობის გამო მან პროექტი მიატოვა და 1883 წელს მისი ადგილი ანტონიო გაუდიმ დაიკავა.


    Sagrada Familia  მშენებლობა. 1905 წელი.


  3. ათწლეულების მანძილზე ტაძრის მშენებლობა ქალაქის მაცხოვრებელთა კერძო შემოწირულობების ხარჯზე მიმდინარეობდა და ეკლესიის ფინანსები და ძალისხმევა მის მშენებლობაში არ ჩადებულა. მხოლოდ 2010 წელს, ჯერ კიდევ დაუსრულებელი ტაძარი პაპმა ბენედიქტ  მეთექვსმეტემ  აკურთხა და ღვთისმსახურებისთვის ოფიციალურად გახსნა. 

  4. ანტონიო გაუდიმ ტაძრის მშენებლობას საკუთარი ცხოვრების 42 წელი მიუძღვნა. მისი ჩანაფიქრით ტაძარში 18 კოშკი უნდა ყოფილიყო. აქედან 12 მოციქულებს მიეძღვნებოდა, ოთხი  – ნათლისმცემლებს, ერთი – იესოს და ერთიც ღვთისმშობელს. ყველაზე მაღალი – 170 მეტრის სიმაღლის კოშკი, რომელიც ანსამბლის ცენტრში მდებარეობს ქრისტეს განასახიერებს. მისი მშენებლობა  ახლახანს დაიწყო. გაუდის სიცოცხლეში მხოლოდ შობის ფასადის აშენება მოესწრო და ისიც ბოლმდე ვერა. დასრულდა მხოლოდ ფასადის პირველი სამრეკლო. 1926 წლის 10 ივნისს არქიტექტორი 73 წლის ასაკში უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. მას ბარსელონაში იმ დროისთვის ახლად ამუშავებული ტრამვაი დაეჯახა. ის საგრადა ფამილიას საძვალეში დამარხეს.  დღემდე ტაძარში, ქალწულ კარმენის კაპელაში განისვენებს.

    ანტონიო გაუდის საფლავი

  5. გაუდი, როგორც შემოქმედი მუდმივად მიისწრაფვოდა ბუნების ორგანული ფორმების გამოყენებისა და  მაქსიმალურად რეალისტურად ასახვისკენ. ტაძრის ფასადის სკულპტურული ჯგუფებისთვის მოდელებს მთელ ქალაქში ეძებდნენ. ამბობენ, რომ მაგალითად, იუდას სკულპტურა ტაძრის დარაჯის, ლოთი ჯოზეფის მოდელობით შეიქმნა, პილატში კი ბევრმა ადგილობრივი მწყემსი ამოიცნო. თაბაშირის ფიგურებისთვის, რომლებიც შემდეგ ქვის ფიგურების დასამზადებლად გამოიყენებოდა, გაუდი ქლოროფორმით აძინებდა წიწილებს, ქუჩაში აგროვებდა მკვდარ ფრინველებს. ერთხელ კი ვირი უნაგირზე ჩამოკიდა, რათა მისი ზომები უფრო ზუსტად აეღო. მისი სტუდიის სტუმრებს საშინელი სანახაობა ელოდა. ჭერქვეშ და თაროებზე რიგებად გამწკრივებული თაბაშირის მახინჯი ფიგურები – ყალიბები ყრმათა მოწყვეტის სცენისთვის, რომელთა გასაკეთებლად გაუდი სანტა კრუზის ჰოსპიტალში რეგულარულად დადიოდა და მკვდრადშობილ ბავშვებს ყალიბების შესაქმნელად იყენებდა.


    შობის ტაძრის ფასადი Sagrada Familia.


  6. ამბობენ, რომ სკულპტურების შექმნის პროცესი ხელოსნებისთვის ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო. ბევრი ვერ უძლებდა მძიმე შრომას და ემოციებს. მათ მუდმივად თაბაშირის ფიგურების ზევით–ქვევით აწევ–დაწევა უწევდათ. არქიტექტორი უნდა დარწმუნებულიყო, რამდენად რეალისტურად გამოიყურებოდა ფიგურები სიმაღლეზე. მათ ფოტოებსაც ხშირად უღებდნენ, რათა არასწორხაზოვანი და ჩახლართული ფორმების დიდოსტატი გაუდი ვიზუალური მანიპულაციების და რაკურსების ცვლის საშუალებით დარწმუნებულიყო, რომ სასურველ შედეგს მიიღებდა. მხოლოდ ამის შემდეგ მზადდებოდა ფიგურები ქვისგან. 


    შობის ფასადი Sagrada Familia


  7. გაუდის ახალგაზრდობიდან რევმატიზმი აწუხებდა. ხაზვა და ხატვა უჭირდა. შესაძლოა ამიტომაც მას არ უყვარდა ნახაზები და სამგანზომილებიან მოდელებზე მუშაობას ამჯობინებდა. მოდელებს არა მხოლოდ თაბაშირისგან ძერწავდა, არამედ  ჯაჭვების და ქვიშიანი ტომრების საშუალებით ურთულეს დასაკიდ კონსტრუქციებს ქმნიდა. სწორედ ასეთმა ჯაჭვით დაკიდულმა მოდელებმა მისცეს საშუალება არქიტექტორს სწორად გაეთვალა დატვირთვები და საგრადა ფამილია ტრადიციული საყრდენების და კონტრფორსების გარეშე, გრავიტაციის ძალასა და კათენოიდის პრინციპებზე დაყრდნობით აეგო.


    გაუდის სტუდია საგრადა ფამილიაში.

    ასეთ კონსტრუქციებს იყენებდა გაუდი ტრადიციული ნახაზების ნაცვლად.

  8. გაუდის გარდაცვალების შემდეგ დარჩენილი ნახაზები, გეგმები, ესკიზები, თაბაშირის მაკატები ესპანეთში სამოქალაქო ომის დროს განადგურდა. 1936 წლის ივლისში ანარქისტების ჯგუფი ტაძარში შეიჭრა, მიწისქვეშა საძვალე და მშენებელთა ბავშვებისთვის განკუთვნილი სკოლა გადაწყვა, დაამტვრია მაკეტებიც. მათი ნაწილობრივ აღდგენა 1939–1940 წლებში მოხერხდა. სწორედ ამ მოდელებით, რომლებმაც მიახლოებითი წარმოდგენა შექმნა გაუდის თავდაპირველ ჩანაფიქრზე, გაგრძელდა ტაძრის მშენებლობა.



    ტაძრის ინტერიერი


  9. ყველა როდი თვლიდა საგრადა ფამილიას არქიტექტურულ შედევრად. მაგალითად მწერალი ჯორჯ ორუელი მას მსოფლიოს ერთ–ერთ ყველაზე მახინჯ შენობას უწოდებდა და სინანულიც კი გამოთქვა, რომ ანარქისტები უგემოვნოები აღმოჩნდნენ, რადგან ტაძარი დაინდეს და მთლიანად არ გაანადგურეს, როცა ამის შესანიშნავი შანსი ჰქონდათ.

  10. შეიძლება ითქვას, რომ ბოლო წლებში საგრადა ფამილიას მშენებლობა უკანონოდ მიმდინარეობდა, რადგან მშენებლობის ოფიციალური ლიცენზია არ არსებობდა. თუმცა ბარსელონას ამჟამინდელმა მერმა ძირძველი კონფლიქტის მოგვარება შეძლო. ქალაქის ხელისუფლების მიერ ინიცირებულმა ორწლიანმა მოლაპარაკებებმა საბოლოოდ ისტორიული შეთანხმება მოიტანა შედეგად. ტაძარი  ქალაქს 36 მილიონ ევროს 10 წლის განმავლობაში გადაუხდის. ამ თანხიდან 22 მილიონი ქალაქის სატრანსპორტო ქსელის განვითარებას მოხმარდება. 7 მილიონი მეტროპოლიტენამდე წვდომის გაუმჯობესებას, 4 მილიონი ტაძრის გარშემო ქუჩების განვითარებას და 3 მილიონი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას.

    ეს თანხა რა თქმა უნდა მცირე  არ არის, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ რა მაშტაბის სარეკონსტრუქციო სამუშაოები უნდა ჩატარდეს ტაძრის მიმდებარედ, ბევრადაც არ მოგეჩვენებათ. ამ თანხით დიდების ფასადის სამუშაოების გამო მთელი მიკრორაიონის რეკონსტრუქცია უნდა მოხდეს, უნდა აშენდეს მთავარი კიბე,  მიწისქვეშა პარკინგი ტურისტული ავტობუსებისთვის, მეტროს გვირაბები, და რაც მთავარია – მთელი საცხოვრებელი კვარტალი უნდა დაინგრეს, რასაც ადგილობრივი მაცხოვრებლები ეწინააღმდეგებიან.

თქვენ ხართ ოპოზიციური ფრონტის ჩამშლელები – გიორგი ვაშაძე “ნაციონალურ მოძრაობას”

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის და პარტიის პრემიერობის კანდიდატის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ოპოზიციური...

ნიუსებს ვეღარ ქმნით და ხართ მიშას განცხადებებზე მიბმულები – გუბაზ სანიკიძე ოპოზიციას

გუბზა სანიკიძე თვლის, რომ დღეს სააკაშვილის ხელშია პოლიტიკური ინიციატივა, რადგან ყველა მის განცხადებებზე რეაგირებს და...

შეცდომა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ვებგვერდზე – როგორ ვრცელდება ვირუსი

ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 200 000-ს აღწევს. ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის...

თელავში ავტოსაგზაო შემთხვევას 1 ადამიანი ემსხვერპლა

თელავი-გურჯაანის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. მსუბუქი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა, რომელიც საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ...

თბილისის ქუჩები, რომლებსაც ხვალ ელექტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, 23 სექტემბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. "თელასი"მიზეზად ქსელზე ახალი აბონენტების მიერთებას ასახელებს. გლდანის...

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით კიდევ გაუფასურდა – ახალი კურსი

22 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 2.42 თეთრით გაუფასურდა -...

საზმაუს დირექტორის ხელფასი 4000 ათასი ლარის ნაცვლად 10 ათასი ლარი იქნება

სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის პოზიციაზე თანამდებობრივი სარგო გაიზარდა. სამეურვეო საბჭოს 22 სექტემბრის...

სიცრუეა, რომ ციხეში 3 პატიმარს ხელები დაუსერეს, მათ თვითდაზიანებები მიიყენეს – პენიტენციური

სპეციალური პენიტენციური სამსახური "სიცრუეს" უწოდებს გლდანში, სასჯელაღსრულების N8-ე დაწესებულებაში პატიმრების დაჭრის შესახებ პატიმრის დედის მიერ...

სხვა სიახლეები

მზეზე აქტიურობის ახალი ციკლი იწყება. რა პრობლემები გველის დედამიწაზე

ნასა მზეზე მომეტებული აქტივობის ახალი პერიოდის დაწყების შესახებ იუწყება. მეცნიერებმა მას უკვე უწოდეს “მზის ციკლი 25“. ეს მნიშვნელვანია დედამიწის ელექტრონული ტექნოლოგიებისა და ასტრონავტებისთვის ორბიტაზე. კაცობრიობას...

ჯანმრთელობა

მეცნიერები: კორონავირუსი უჩვეულოდ მდგრადი და ელასტიური აღმოჩნდა

კორონავირუსი უჩვეულოდ ელასტიური და მაღაი ტემპერატურის მიმართ მდგრადია –ეს დასკვნა ბუდაპეშტში მდებარე ზემელვეისის უნივერსიტეტის მკვლევარების ჯგუფმა გააკეთა, რომელმაც  Sars-CoV-2–ის უწვრილესი ნემსით გახვრეტა გადაწყვიტა. მათ...

შოუ ბიზნესი

რატომ არ ყავს შარლიზ ტერონს წლების მანძილზე მეგობარი მამაკაცი

შარლიზ ტერონის ბოლო გახმაურებული რომანი მსახიობ შონ პენთან მისი ურთიერთობა იყო . ვრცელდებოდა ჭორები, რომ წყვილი დაქორწინებასაც აპირებდა, თუმცა თავად ტერონი ამას უარყოფდა. შონ...

ვიდეო