EBRD-ის ხელშეწყობით თიბისი ლიზინგი მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებას ზრდის

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) “თიბისი ლიზინგს” 6
მილიონი ევროს მოცულობის სესხი გამოუყო მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების
დასაფინანსებლად, რომელიც ძირითადად რეგიონულ პროექტებზე იქნება
მიმართული.

თიბისი ლიზინგი ყველაზე მსხვილი სალიზინგო კომპანიაა საქართველოში, ის
მთლიანად ეკუთვნის თიბისი ბანკს და EBRD-თან ხანგრძლივი პარტნიორობა
აკავშირებს.

COVID-19-ის კრიზისის დროსაც, EBRD საქართველოს მნიშვნელოვან პარტნიორად
რჩება. მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნეს სექტორი ქართული ეკონომიკის
მნიშვნელოვან სეგმენტს წარმოადგენს და შესაბამისად ამ რთულ პერიოდში მისი
მხარდაჭერა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრიორიტეტია.
“EBRD-ს სურს ხელი შეუწყოს სალიზინგო ბაზრის განვითარებას და ქართული
კომპანიებისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახადოს დაფინანსება ალტერნატიული
საკრედიტო არხების მეშვეობით. გამოყოფილი ფინანსური რესურსი
ორიენტირებულია მცირე ბიზნესის წარმოებისკენ მთელი ქვეყნის მასშტაბით, იმ
სექტორებში, სადაც ყველაზე მეტი დაფინანსებაა საჭირო, განსაკუთრებით კი
რეგიონებში. თიბისი ლიზინგი ძალიან კარგადაა მომზადებული იმისთვის, რომ
მოხერხდეს EBRD-ის სახსრების გადანაწილება იმ კომპანიებზე, რომლებიც ამ
უპრეცედენტო არასტაბილურობის პერიოდს გადიან. ბიზნესებისთვის ფინანსური
დახმარების გაწევა და უწყვეტი ფინანსური რესუსრის მიწოდება კი არსებითად
მნიშვნელოვანია ეკონომიკის ჯანსაღი ფუნქციონირებისთვის.” – განაცხადა EBRD-ის
რეგიონულმა დირექტორმა კავკასიაში კატარინა ბიორლინ ჰანსენმა.

“მოხარული ვართ, რომ შესაძლებლობა გვეძლევა ვითანამშრომლოთ EBRD-თან
ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულებით, რათა
გავზარდოთ წვდომა დაფინანსების ისეთ ალტერნატიული საშუალებებზე,
როგორიცაა ლიზინგი, რომელიც უნდა ითქვას, რომ საქართველოში უფრო და უფრო
პოპულარული ხდება. ჩვენი, როგორც წამყვანი სალიზინგო კომპანიის მიზანია ხელი
შევუწყოთ აღნიშნულ პროცესს და შევქმნათ პროდუქტების ფართო არჩევანი, რაც
ადგილობრივ მცირე და საშუალო საწარმოებს გაუზრდის დაფინანსებაზე
ხელმისაწვდომობას და დაეხმარება მათ ბიზნეს საქმიანობის გაფართოებაში. EBRD-
ის აქტიური მხარდაჭერის წყალობით კი შესაძლებელი ხდება ჩვენი მიზნების
განხორციელება და ქართულ სალიზინგო ბაზარზე არსებული პოტენციალის უკეთ
ათვისება” – განაცხადა ნუგზარ ლოლაძემ, თიბისი ლიზინგის ფინანსურმა
დირექტორმა.

EBRD წამყვანი ინსტიტუციური ინვესტორია საქართველოში. მისი საქმიანობა
მიმართულია ფინანსურ სექტორში სტაბილურობის და პროდუქტების
მრავალფეროვნების ზრდის მხარდასაჭერად, ისევე როგორც კერძო სექტორის მეტი
ჩართულობის ხელშეწყობისკენ ინფრასტრუქტურის განმტკიცებისა და
ეფექტურობის ზრდის თვალსაზრისით, ასევე ენერგო სექტორის განახლებისკენ,
ენერგოეფექტურობის ზრდის და მისი მდგრადობის შენარჩუნების მიმართულებით.
საქართველოში საქმიანობის დაწყების შემდეგ, EBRD-ის ინვესტიციამ ჯამში 4,2
მილიარდ ევროზე მეტი შეადგინა და 258 პროექტი მოიცვა საფინანსო,
კორპორაციული, ინფრასტრუქტურული და ენერგო სექტორებიდან; ინვესტიციების
80% კი კერძო სექტორშია განხორციელებული.

რამდენი ადამიანია ამ დროისთვის მსოფლიოში Covid19-ის წინააღმდეგ აცრილი. ნახეთ ბოლო მონაცემები ქვეყნების მიხედვით

მსოფლიოში ამჟამად  კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის  64.2 მილიონი  დოზაა გაკეთებული. ეს არის სხვადასხვა ქვეყნების ჯამური...

იტალიაში ქურდობის მცდელობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

იტალიაში ქურდობის მცდელობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს. იტალიური მედიის ინფორმაციით, 46 წლის მამაკაცი ვერონაში 200 ევროს ღირებულების...

მე წინააღმდეგი ვარ, რომ სკოლაზე ადრე რესტორნები გაიხსნას – გამყრელიძე

''მე წინააღმდეგი ვარ, რომ სკოლაზე ადრე რესტორნები გაიხსნას''- ამის შესახებ  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის...

კომენდანტის საათის დროს თბილისში სპარი გაქურდეს

თბილისში, წურწუმიას ქუჩაზე მდებარე სპარში გვიან ღამით რამდენიმე ადამიანი შეიჭრა. ჯერ-ჯერობით უცნობია თუ  რისი...

კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი საქართველოში მცირდება

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების  298 ახალი დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ უწყებათაშორის...

ტურიზმის სექტორი მთავრობას მიმართავს და შეზღუდვების მოხსნას ითხოვს

ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლები მთავრობის ადმინისტრაციას ღია წერილით მიმართავენ და 5 პუნქტიან გეგმას სთავაზობენ. რეკომენდაციები...

ავიაკატასტროფა ბრაზილიაში – დაიღუპა 4 ფეხბურთელი

ბრაზილიაში, ტოკატისის შტატში მცირე ზომის თვითმფრინავი ჩამოვარდა. ადგილზე დაიღუპა 6 ადამიანი, მათ შორის D...

პენსია, პრივილეგიები, დაცვა… რა ეკუთვნის ტრამპს თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, თუ იმპიჩმენტს გადაურჩა

დონალდ ტრამპმა თეთრი სახლი არაორდინარულად და კონფრონტაციულად დატოვა – ის არც აშშ–ს ახალი პრეზიდენტის...

სხვა სიახლეები

“МВД უნდა დავითრიოთო.მთავარია,ვასიკომ სადმე კონსპირაციულ ბინაში არ მიაძინოს“–ელისო კილაძე კობახიძეზე

ქრონიკა +–ის დამფუძნებელი, ელისო კილაძე ამბობს, რომ ქართული ოცნების ახალ თავმჯდომარეს, ირალკი კობახიძეს შსს–ს ხელში ჩაგდებაზე ოცნებობდა, თუმცა ივანიშვილმა აშკარად აჩვენა, ვის ხელშია რეალური...

ჯანმრთელობა

რამდენი ადამიანია ამ დროისთვის მსოფლიოში Covid19-ის წინააღმდეგ აცრილი. ნახეთ ბოლო მონაცემები ქვეყნების მიხედვით

მსოფლიოში ამჟამად  კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის  64.2 მილიონი  დოზაა გაკეთებული. ეს არის სხვადასხვა ქვეყნების ჯამური მაჩვენებელი და არ ნიშნავს, რომ ამდენი ადამიანია უკვე კორონავირუსის წინააღმდეგ...

შოუ ბიზნესი

“რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ“–ნინი ქარსელაძის დედა აღიარებს, რომ მისი შვილი გათხოვდა

ნინი ქარსელაძის დედა, ხათუნა ჟორდანია ფეისბუქზე წერს, რომ მისი შვილი გათხოვდა: “რადგან ბევრმა სააგენტომ გაავრცელა, დავწერ მეც!!!! ჩემი შვილი გათხოვდა უკვე დიდი ხანია რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ. ახლა...

ვიდეო