რატომ ბერდება ქალის სახე უფრო ადრე, ვიდრე კაცის

 

{{ARTICLEIMAGE}}

ასაკის მატებასთან ერთად ჩვენი კანი იცვლება და ნაოჭებიც ჩნდება. რა კონკრეტული მიზეზები განაპირობებს ამ პროცესს და როგორ შევანელოთ ის? რატომ ბერდება ზოგი უფრო სწრაფად, ვიდრე სხვები.

 

გენები

დაბერების პროცესში გენები ერთ–ერთ მთავარ როლს თამაშობს. ახალი კვლევა  ამ თემაზე სახელწოდებით Facial Wrinkles in Europeans  ჰოლანდიელმა მეცნიერება აგვისტოში გამოაქვეყნეს. ისინი წერენ, რომ ამ პროცესში საკვანძო როლს MC1R გენი თამაშობს, რომელსაც მეორენაირად “ნაოჭების გენსაც“ უწოდებენ. ადამიანები, რომელთა ორგანიზმში ეს გენი ჭარბობს, უფრო ადრე ნაოჭდებიან.  რამდენად სწრაფად გიჩნდებათ ნაოჭები – ეს 50 პრცენტით გენებზეა დამოკიდებული.

 

ცხოვრების წესი

არანაკლებ მნიშვნელოვანია ცხოვრების წესი. კვლევამ, რომლის დროსაც  ტყუპების დაბერების პროცესს დააკვირდნენ და შეადარეს, ეს ნათლად აჩვენა. ცხადი გახდა, რომ მავნე ჩვევები კანზე ნეგატიურად აისახა. მათ შორის არის მოწევა და მზის სხივების გადაჭარბებული დოზები. ულტრაიისფერ სხივებს დამღუპველი ეფექტი აქვს – განსაკუთრებით ღია ფერის კანისთვის.

 

 

 

სტრესი

დაბერების პროცესს სტრესიც აჩქარებს. “სახე – ეს თქვენი ცხოვრების წიგნია“– ამბობს ეპიდემიოლოგი რაიმონდ ნურდამი. ადამიანები, რომლებიც ბევრ ემოციურ დარტყმას იღებენ, უფრო სწრაფად ბერდებიან. ასაკს  ენერგიის ნაკლებობა და სიცოცხლის ხალისის დაკარგვაც გვმატებს. “დაღლილი მზერა“ გვაბერებს.

 

მამაკაცური ჰორმონები სიბერის წინააღმდეგ

დაბერების პროცესი სქესზეც არის დამოკიდებული.  მაგალითად, მოწევა ნაოჭების გაჩენასთან ქალების შემთხვევაში პირდაპირ კავშირშია, მამაკაცების შემთხვევაში ნაკლებად. მართალია, მამაკაცებს ასაკის მატება ქუთუთოებზე ცხადად ეტყობათ, თუმცა დანარჩენი სახე უფრო ნელა ბერდება, ვიდრე ქალების. მიზეზი ის არის, რომ მამაკაცებს სახეზე თმა აქვთ. თმის ფოლიკულებში კი მეტი ცხიმი გამომუშავდება, რომელიც კანის ნორმალურ მდგომარეობას ინარჩუნებს. ქალებთან შედარებით მათ წვრილი ნაოჭები და ეგრეთწოდებული ტუჩ–ცხვირის ნაოჭი გვიან უჩნდებათ.