WHO სინოფარმის ავტორიზაციაზე 26 აპრილს იმსჯელებს, სინოვაკზე – 3 მაისს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ექსპერტები  ჩინური ვაქცინა Sinopharm-ის ავტორიზაციის საკითხს 26 აპრილს განიხილავენ, ხოლო Sinovac-ისას – 3 მაისს.

WHO-ს წარმომადგენლის თქმით, ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილებას რამდენიმე დღეში მიიღებენ.

ამ დროისთვის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია მიიღო Pfizer-მა, AstraZeneca-მ და  Johnson & Johnson-მა.