ზაზა ურუშაძემ საქართველოს კინოაკადემიის პრეზიდენტის თანამდებობა დატოვა

საქართველოს კინოაკადემიის პრეზიდენტი, ზაზა ურუშაძე თანამდებობას ტოვებს. ურუშაძის  მიმართვა საქართველოს კინოაკადემიის წევრებისადმი სოციალურ ქსელში  გავრცელდა.

“კოლეგებო, ბოლო დროს განვითარებული თქვენთვის კარგად ცნობილი მოვლენებიდან გამომდინარე, რამაც ჩემთვის მიუღებელი ფორმა მიიღო, გადავწყვიტე, რომ გადავდგე და დღეიდან ვტოვებ თანამდებობას.
არანაირი სურვილი აღარ მაქვს, მონაწილეობა მივიღო იმ არაჯანსაღ პროცესებში, რომლებიც ბოლო დროს განვითარდა კინოაკადემიაში და პრინციპულად მიუღებელია ჩემთვის.
ნათლად გავაცნობიერე, რომ ურთიერთდაპირისპირებისა და ინტრიგების ფონზე მოგებას ფასი აღარ აქვს.
მინდა, მადლობა გადავუხადო კინოაკადემიის თითოეულ თანამშრომელს, რომლებმაც მართლაც შესანიშნავად, პროფესიონალურად იმუშავეს. მადლობელი ვარ ჩემი მხარდამჭერების და ბოდიშს ვუხდი იმ ადამიანებს, რომლებსაც ჩემმა ამ გადაწყვეტილებამ შესაძლოა, იმედი გაუცრუოს.
და ბოლოს – ჩემი აზრით, აუცილებელია კინოაკადემიის გაახალგაზრდავება, რაც შეიძლება, მეტი ახალგაზრდა უნდა გაწევრიანდეს ამ ორგანიზაციაში, რადგან, დარწმუნებული ვარ, სწორედ ამ შემთხვევაში ექნება პერსპექტივა საქართველოს კინოაკადემიას”-წერს ზაზა ურუშაძე

შეგახსენებთ, რომ 2 აგვისტოს საქართველოს კინოაკადემიის ყრილობაზე ხმაური იყო. აკადემიის წევრების ნაწილი ზაზა ურუშაძის ვადაზე ადრე გათავისუფლებას მოითხოვდა. სხდომა არასაკმარისი რაოდენობის წევრების გამო ჩაიშალა.

PCR ტესტები მნიშვნელოვნად ამაღლებს ცრუ-დადებითი პასუხების წილს – ინფექციონისტი გიორგი კანდელაკი

PCR ტესტები მნიშვნელოვნად ამაღლებს ცრუ-დადებითი პასუხების წილს - ინფექციონისტი გიორგი კანდელაკი კორონავირუსის მეორე ტალღის...

რატომ დადის კალაძის ოჯახი კომპანიის მანქანით, რომელმაც მერიის 30 მილიონიანი ტენდერი მოიგო

ტვ პირველის გადაცემა “ნოდარ მელაძის შაბათის“ გუნდმა  იმ ავტომანქანის წარმომავლობის და მფლობელობის გარკვევა გადაწყვიტა,...

მზეზე აქტიურობის ახალი ციკლი იწყება. რა პრობლემები გველის დედამიწაზე

ნასა მზეზე მომეტებული აქტივობის ახალი პერიოდის დაწყების შესახებ იუწყება. მეცნიერებმა მას უკვე უწოდეს “მზის...

თამარ ბაჩალიაშვილს ხელი მიუწვდებოდა ძალიან მნიშვნელოვან და სერიოზულ ინფორმაციაზე – დავით ფურცხვანიძე

"თამარ ბაჩალიაშვილს ხელი მიუწვდებოდა ძალიან მნიშვნელოვან და სერიოზულ ინფორმაციაზე"-  ამის შესახებ დავით ფურცხვანიძემ, ჟურნალისტებს...

ფურცხვანიძის დაკითხვისას პროკურატურას კითხვები ექნება ფოტოსურათებზე, რომელიც მან ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს მიაწოდა –...

"დავით ფურცხვანიძის დაკითხვისას პროკურატურას კითხვები ექნება იმ ფოტოსურათებზე, რომელიც მან ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს მიაწოდა"- ...

პანდემიის გამო ბრიტანეთის სამეფო ოჯახის შემოსავლები მცირდება. მოუწევს თუ არა დედოფალს “ქამრის შემოჭერა“

ბრიტანეთის სამეფო ოჯახის შემოსავლები სწრაფად იკლებს კორონავირუსის პანდემიის გამო. მოუწევს თუ არა დედოფალს უფრო...

რომელ პარტიას რა რიგითი ნომერი ექნება ბიულეტენში

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2020 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის, მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის...

აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე რუთ ბეიდერ გინსბურგი გარდაიცვალა

აშშ-ის უზენაესი სასამართლოს ლეგენდარული მოსამართლე, რუთ გინსბურგი, 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების მიზეზი პანკრეასის სიმსივნე გახდა....

სხვა სიახლეები

მზეზე აქტიურობის ახალი ციკლი იწყება. რა პრობლემები გველის დედამიწაზე

ნასა მზეზე მომეტებული აქტივობის ახალი პერიოდის დაწყების შესახებ იუწყება. მეცნიერებმა მას უკვე უწოდეს “მზის ციკლი 25“. ეს მნიშვნელვანია დედამიწის ელექტრონული ტექნოლოგიებისა და ასტრონავტებისთვის ორბიტაზე. კაცობრიობას...

ჯანმრთელობა

Covid19-ის რუსული ვაქცინით პუტინის შვილი აიცრა. შეიძლება თუ არა უკვე ამ ვაქცინის გამოყენება

რუსმა მეცნიერებმა ავტორიტეტულ სამეცნიერო ჟურნალ Lancet-ში კორონავირუსის რუსული ვაქცინის კვლევის შედეგების შესახებ სტატია გამოაქვეყნეს. პუბლიკაციაში ისინი ამტკიცებენ, რომ რუსულ პრეპარატს შეუძლია ადამიანის ორგანიზმში Covid19-ის...

შოუ ბიზნესი

ჯონი დეპის ახალი რომანი ცოლთან ხმაურიანი დაშორების შემდეგ

57 წლის ჰოლივუდელი მსახიობის, ჯონი დეპის საქმეები თანდათანობით ლაგდება მას შემდეგ, რაც პირადი პრობლემები და სასამართლო გარჩევები ქონდა ყოფილ ცოლთან, რამაც მის კარიერასაც მიაყენა...

ვიდეო