არ მსურდა ასეთი მგრძნობიარე თემის გამოტანა სოც ქსელში! თუმცა ვასაჯაროვებ სრულ ვიდეომასალას – ტელეწამყვანი გიორგი გასვიანი მის ოჯახზე თავდასხმის შესახებ

“აგრესიული მოქალაქე დაგვსდევდა ძაღლით,სკამი ესროლა 6 თვის ბავშვს! ” – ამის შესახებ, სოციალურ ქსელში, მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი გასვიანი წერს და ვიდეოს აქვეყნებს.

”ჩემ ოჯახზე განხორციელდა თავდასხმა და ძალადობა, ახლაც კიბერ ბულინგი ხორციელდება!

ძალადობა მოხდა 17 ივნისს, ვარკეთილის ერთ-ერთ ღია კაფეში! თან მახლდა მეუღლე და 6 თვის შვილი (გალა), ასევე ჩემი დეიდაშვილი! ჯერ ვისეირნეთ შემდეგ წყლის დალავეად დავსხედით იქვე გზად ღია კაფეში!

მოვიდა მამაკაცი ჩვენთან ახლოს… ძაღლი ალიკაპის გარეშე ეჭირა არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ მამაკაცს!

ბავშთან იდგა ერთ მეტრში, მუხლებში იკეცებოდა ეს კაცი, ძაღლი იწევდა ჩვენკენ და მიმტანმა სთხოვა დელიკატურად გაეყვანა მოშორებით ძაღლი. ჩვენ ისედაც წასვლა დავაპირეთ ანგარიში უნდა გადამეხადა! იქვე სხვა ქუჩის ძაღლიც მოვიდა და შეიქმნა საშიშროება ძაღლებს არ აეტეხათ ჩხუბი ან ა. შ.

რადგან მიმტანმა ითხოვა ძაღლი გაეყვანათ დროებით გვერდე, ამის გამო გამოვარდა კაფედან 30 წლის ქალი (მარიამ ჰოიზელი) და პირდაპირ გინება დაუწყო ჩემს მეუღლეს! ჩვენ ფეხზე წამოვხტით ვერ მივხვდი ვინ იყო და რა უნდოდა.. ” რატომ გვაგინებ რა გინდა ვინ ხარ მეთქი”- თავზარი დაგვეცა.. მან სტაცა ხელი ძაღლის ჯაჭვს და გამოართვა იმ კაცს, მარიტას და ბავშვისკენ წამოიყვანა ძაღლი შეშინების მიზნით – “რას ქვია ძაღლის რატომ გეშინიაო, მუქარის ტონით და გინებით ! ამაზე რეაქცია გვქონდა სასწრაფოდ გაეყვანა ძაღლი და ბავშვს ნუ ემუქრებოდა, ამის გამო დავრეკე პოლიციაში, ამ ქალს ფეხებზე ეკიდა პოლიციაც და ყველაფერი! შევიყვანე კაფეში ბავშვი და მარიტა, ჩემი დეიდაშვილი და იქ მდგომი ხალხი ყველაფრის მომსწრეა! ეს ქალი წინ ჩამოგვიჯდა კაფეს კარებთან, უკან ძაღლი და კაცი იდგა და ყეფდა ეს ძაღლი აწყვეტაზე იყო.. წასვლის და ანგარისის გადახდის საშუალება არ მოგვცა ძაღლიანად გვდარაჯობდა! დაგვცინოდა ძაღლის გეშინიათ სასაცილოებოო.. ბავშვი და მარიტა კაფეში შევმალე მაგის გამო და როცა ვუყვირე შენ ალბათ ფხიზელიც არ იქნები და 6 თვის ბავშვს ძაღლით დასდევ რა გაქვს მიღებული -მეთქი აიღო და სკამი გამოგვიქანა.. თურმე მარიტაც გამოსული იყო, გვერდით მედგა მარიტა და ბავშვი.. მე ვერ დავინახე რომ გამოსულან კაფედან და ეს მოქნეული სკამი ქოლგის ბოძს რომ არ მოხვედროდა, ალბათ ან თავს გაგვიტეხავდა, ან ბავშვს მოხვდებოდა!! მერე მომვარდა და ხელები მირტყა. მე ვიდეოს ვუღებდი და თითი არ დამიკარებია, პოლიციას ველოდებოდი! მერე შევიკეტეთ კაფეში და ის ქალი გაიქცა.. მოვიდა პოლიცია და დაიწყო დაკითხვა და გამოძიება! ეს მოხდა 17 ივნისს!! მას შემდეგ გავიდა 4 თვე! მე დაზარალებულად მცნეს და დანარჩენი სასამართლოს პრეტოგატივაა! ამ მოძალადე ქალმა კი გადაწყვიტა რომ სასამართლომდე ერთი დღით ადრე ჩემზე ზეწოლის მიზნით სხვადასხვა არასწორი და ყალბი ამბები “ააგორა” სოც ქსელში, რადგან მე არ მსურდა ბავშვზე ნასროლი სკამის და ასეთი მგრძნობიარე თემის გამოტანა სოც ქსელში! თუმცა აგერ ვასაჯაროვებ სრულ ვიდეომასალას რაც გადავიღე! (აქ არ ჩანს თავიდან რომ გამოვარდა გინებით და ძაღლით დაშინება დაუწყო მარიტას!) მიზეზი რის გამოც არ გავასაჯაროვე იყო ის, რომ ისედაც ძალადობის მუხლი ემუქრებოდა და ბულინგის მსხვერპლი არ მინდოდა გამხდარიყო! ჩვენ ძაღლთან და მით უმეტეს ცხოველთან არავითარი დისკრიმინაციის შემცველი საქციელი არ ჩაგვიდენია! აგრესიული მოქალაქე დაგვსდევდა ძაღლით, მარიტას ჭიქაც კი გაუვარდა და დაიმსხვრა ნერვიულობისგან და შიშიგან! დაგვესხა თავს რატომ გეშინიათ ალიკაპის გარეშე ძაღლისო და გვაგინა და გვცემა!!! ბავშვის სიცოცხლე დააყენა რისკის ქვეშ!! ჩემი უდიდესი თავშეკავების მიზეზი იყო ის რომ, ქალი იყო… და მიუხედავად იმისა, რომ მცემა და მაგინა, თითი არ დავაკარე! პოლიციის გამოძახებაც კი არ აშინებდა ქალს ! ეჭვი მაქვს რაიმე ძლიერი ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იქნებოდა! ან ვფიქრობდი რომ შეურაცხადი იყო!

თქვენ როგორ მოიქცეოდით ჩემს ადგილას ასეთ აგრესიულთან? ვიცი ბევრი ჩემსავით ვერ შეიკავებდა თავს! იქვე მეუბნებოდნენ გამვლელებო ყოჩაღ როგორ შეიკავე თავიო!
მე მოვითხოვ კანონის მთელი სიმკაცრით დაისაჯოს ადამიანი, ვისთვისაც არაფერს წარმოადგენს 6 თვის ჩვილი, არც პოლიციას დაუკავებია აქამდე, მხოლოდ 3000 ლარიანი გირაოთი გარეთ დადის და საშიშია საზოგადოებისთვის!!!

საზოგადოებას გთხოვთ დადექით ჩვენს გვერდით და ერთად ვებრძოლოთ კიბერ ბულინგსა და ყალბ აგორებულ ინფორმაციას ცხოველთა უფლებების შესახებ. გთხოვთ გამოხატოთ რეაქცია და პოზიცია მოძალადეების მიმართ!” – წერს გიორგი გასვიანი.

 

3 ოქტომბრიდან ნორვეგია რუსულნომრიან მანქანებს ქვეყანაში არ შეუშვებს

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებული ომის საპასუხოდ ნორვეგია აძლიერებს რუსეთის წინააღმდეგ შემზღუდავ ზომებს და...

რუსეთმა შავ ზღვაში რაკეტმზიდი ხომალდების რაოდენობა გაზარდა – უკრაინის სარდლობა

"რუსეთმა შავ ზღვაში რაკეტმზიდი ხომალდების რაოდენობა გაზარდა" - შესაბამის ინფორმაციას, უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის...

უკრაინას არ შეუცვლია თავისი ტერიტორიის საზღვრები! – უკრაინა ორბანს პასუხობს

"უკრაინას არ შეუცვლია თავისი ტერიტორიის საზღვრები! " - ასე პასუხობს, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო...

სუს-მა პრევენციისთვის გააკეთა განცხადება – ირაკლი ზარქუა

"რადიკალები ემზადებიან რევოლუციური სცენარისთვის. მათ ჰქონდათ არაერთი მცდელობა, უბრალოდ არ გამოვიდა, ხალხი არ აყვა....

სანამ ომი არ დასრულდება, არარეალისტურია! – ორბანი უკრაინის EU-ში მიღებაზე

"ამ შემოდგომას, როდესაც ჩვენ დავიწყებთ უკრაინის მომავალზე საუბარს ბრიუსელში, ჩვენ თავს ვერ ავარიდებთ კითხვას...

უკრაინა ევროკავშირს მომავალი ორი წლის განმავლობაში შეუერთდება – შმიგალი

"ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისთვის, რომ უკრაინა ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდეს. ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს....

ღარიბაშვილი ამბობს, რომ მომავალი წლიდან პენსიები გაიზრდება

პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ  2024 წლის ბიუჯეტით პენსიების ზრდაა გათვალისწინებული. მისი თქმით, 70 წლის...

“გადატრიალების საქმეზე” სუს-ში სერბეთის მოქალაქეები დაიბარეს

"გადატრიალების საქმეზე" საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სერბეთის მოქალაქეები დაიბარეს. აღნიშნული პირები ორგანიზაცია კანვასის წევრები...

მეცნიერები: დედამიწა 250 მილიონი წლის შემდეგ საცხოვრებლად უვარგისი გახდება

როგორც ჩანს, კაცობრიობას კიდევ ერთი მიზეზი გამოუჩნდა, რომ სწრაფად მოძებნოს პლანეტა დაკვირვებად სამყაროში, რომელიც შესაფერისია განსახლებისთვის და იქამდე მისაღწევად რაიმე გზა შეიმუშაოს, რადგან დრო...

სალმონელოზის შემთხვევების გამო დაგროვილ კითხვებს ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი პასუხობს

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს სალმონელოზის შესახებ, რომელიც ნიკორა ტრეიდის პროდუქციაში აღმოჩნდა და 8 ადამიანის ინტოქსიკაცია გამოიწვია. “ნიკორასთან დაკავშირებული სალმონელოზის შემთხვევების გამო ბევრი შეკითხვაა...

სოფი ლორენს სასწრაფო ოპერაცია დაჭირდა

იტალიელმა მსახიობმა სოფია ლორენმა შვეიცარიაში, საკუთარ სახლში, აბაზანაში დაცემის შემდეგ გადაუდებელი ოპერაცია გაიკეთა. 89 წლის მსახიობს ბარძაყის ძვლის რამდენიმე სერიოზული მოტეხილობა აქვს– განუცხადა მისმა იმპრესარიომ...