“რაც შეეხება მამა მელიას, რომელიც გაწირეს უბრალოდ სირცხვილისთვის. კაცს ეკითხებიან, რამდენია ზუგდიდის ბიუჯეტი და პასუხობს 50 მილიონი დოლარი. ეს ხომ სირცხვილია, როგორ შეიძლება ასეთ კაცს საერთოდ ვინმემ ხმა მისცეს. კაცი იყო ექიმი და საკუთარმა შვილმა სირცხვილისთვის გაწირა […]
ასეთ სამარცხვინო კაცს… ნუ, ასაკი აქვს და მაინც არ მინდა ძალიან უხეშად ვისაუბრო, მაგრამ როდესაც ასეთ რაღაცებს ადამიანი ამბობს და მერე გამარჯვებაზე აქვს პრეტენზია, აბსოლუტურად გაუგებარია. აქედან გამომდინარე, მე ვარ დარწმუნებული, რომ ზუგდიდელები ასეთ ადამიანს, ვინც აფხაზეთის ოკუპაციაში არა რუსებს, არამედ ქართველებს ადანაშაულებს, მხარს არ დაუჭერენ”
ამბობს ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ზუგდიდის მერობის კანდიდატზე, ანზორ მელიაზე. მას არ დაუკონკრეტებია, როდის დაადანაშაულა ანზორ მელიამ ქართველები აფხაზეთის ოკუპაციაში.