გირჩის ლიდერი იაგო ხვიჩია ამბობს, რომ ოპოზიციამ რიგგარეშე არჩევნები იმ შემთხვევაში უნდა მოითხოვოს, თუ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებს მოიგებს.
“ვთავაზობთ ასეთ გამოსავალს, რომ ახალი არჩევნები მოვითხოვოთ და დავნიშნოთ მაშინ, თუ ოპოზიცია იგებს ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებს. მე მგონი, ეს გასაგები და ბუნებრივი პირობებია. თუ მიუხედავად იმისა, რომ წავიდა ბიძინა ივანიშვილი და საარჩევნო კოდექსი გასწორდა, მოიგეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, მათ უფლება აქვთ, რომ შემდეგი 4 წელი მართონ ქვეყანა.
წარმოიდგინეთ, ბიძინას წასვლის შემთხვევაშიც ამათმა თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მოიგეს და ოპოზიციამ ვერ მოვუგეთ, მაშინ ჩვენს მოთხოვნას ახალ არჩევნებთან დაკავშირებით ისედაც არანაირი შინაარსი არ გააჩინია“,-ამბობს ხვიჩია.
დღეს მას და პარტია მოქალაქეებს შორის კონსულტაციები გაიმართა. ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ თუ ხელისუფლება პოლიტპატიმრებს გაათავისუფლებს და საარჩევნო რეფორმაზე ხელს მოაწერს, ის და ლევან იოსელიანი პარლამენტში შევლენ.