ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ ოფიციალურად დაადასტურა Brimstone 2 რაკეტების უკრაინაში გაგზავნა.
თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა Twitter-მა კვირას გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ნაჩვენებია რაკეტების ჩატვირთვა RAF C-17 სამხედრო ტრანსპორტში.
დიდმა ბრიტანეთმა პირველად უკრაინას პირველი თაობის Brimstone-ის რაკეტები დაახლოებით ექვსი თვის წინ გადასცა, მაგრამ ისინი იმ დროისთვის მოძველებული ვერსიები იყო.
ახლა საუბარია მეორე თაობის რაკეტებზე Brimstone 2.
თავდაპირველად, Brimstone 2 შეიქმნა, როგორც თვითმფრინავის რაკეტა, მაგრამ ის სახმელეთო ინსტალაციიდან გაშვებისთვის იყო ადაპტირებული.
Brimstone 2-ები დამიზნების კომბინირებული სისტემით არის აღჭურვილი- ლაზერული სენსორებით, რომლებიც რადიოსალოკაციო ქობინებთან არის შერწყმული.
მაღალი სიზუსტის მილიმეტრიანი დიაპაზონის რადარი საშუალებას აძლევს მას დამოუკიდებლად შეარჩიოს სამიზნეები მოცემულ ტერიტორიაზე.
? As part of its aid package, the UK has provided Brimstone 2 missiles, a precision-guided missile, to the Ukrainian Armed Forces.
This aid has played a crucial role in stalling Russian advancements.
?? #StandWithUkraine ?? pic.twitter.com/SpVnWqeiVm
— Ministry of Defence ?? (@DefenceHQ) November 27, 2022