“ჩვენ ხელთ გვაქვს დოკუმენტები, რომლის მიხედვითაც, ცხადი ხდება, რომ საქართველოს გავლით მიედინება, ყოველდღიურად, რუსული სანქცირებული ტვირთები. მათ შორის, ნავთობი. ეს არის იმ ტანკერების / გემების გადაადგილების ტრაექტორია, მთელი საქართველოს გავლით, მათ შორის, სახმელეთო და საზღვაო ტერიტორიების გავლით. საქართველო მონაწილეობს რუსეთისთვის დახმარების პროცესში. ეს არის ფინანსური და ეს არის პოლიტიკური მხარდაჭერა რის მიხედვითაც, საქართველოს მოსახლეობას იძულებით სვრის უკრაინელების სისხლში, მაგრამ თავად მდიდრდებიან, “ქართული ოცნება” და მათთან დაკავშირებული პოლიტიკოსები – ვანო ჩხარტიშვილები და მისი კლანი, რომელიც ემსახურება შემდეგ “ქართულ ოცნებას” ხელისუფლების შენარჩუნებაში”,

ამის შესახებ, “ლელოს” გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ, ბრიფინგზე განაცხადა.