ბათუმში, პარტია გახარია საქართველოსთვის ლიდერს გიორგი გახარიას თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. თავდასხმა სასტუმრო შერატონში მოხდა. ინფორმაციას მთის ამბების რედაქტორი და ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს და აცხადებს, რომ გიგახარიას ქართული ოცნების არალეგიტიმური პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები დაესხნენ თავს.
“რამდენიმე წუთის წინ, ბათუმში, “შერატონში”, რუსული რეჟიმის არალეგიტიმური პარლამენტის და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები დიმიტრი სამხარაძე, გიორგი მანველიძე და სხვები ჯგუფურად თავს დაესხნენ გიორგი გახარიას, მანამდე ჩვენს მეგობარს, რომელიც ამავე სასტუმროში იყო დაბინავებული. გახარია კლინიკაშია გადაყვანილი”, – წერს მთივლიშვილი