ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ვიდრე ნაციონალური მოძრაობა შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ მოაწერს, ის ვერ ჩაერთვება საპარლამენტო სამუშაო პროცესში.
“მიშელის დოკუმენტის ხელმოწერის გარეშე „ნაცმოძრაობის” პარლამენტში შემოსვლას არავითარი არც მატერიალური, არც ფორმალური ფასი არ აქვს. აქედან გამომდინარე ლოგიკურია პარტნიორების მოწოდება იმასთან დაკავშირებით, რომ „ნაცმოძრაობამ” უნდა მოაწეროს ხელი ამ დოკუმენტს. იგივე პოზიცია გვაქვს ჩვენც. უფრო მეტიც, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ვიდრე ხელი არ მოეწერება გონივრულ ვადაში ამ დოკუმენტს, მანამდე „ნაცმოძრაობა” ვერ ჩაერთვება ვერცერთ სამუშაო პროცესში, რომელიც მიშელის დოკუმენტის აღსრულებასთან არის დაკავშირებული. მათ მოუწევთ ამ დოკუმენტზე ხელმოწერა”,– თქვა კობახიძემ.
ცნობისთვის, ნაციონალურმა მოძრაობამ პარლამენტში დოკუმენტზე ხელმოწერის გარეშე შესვლის გადაწყვეტილება 30 მაისს მიიღო.