თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის განცხადებით, დღეს კორონავირუსით გარდაცვლილი ორი ადამიანი ქუთაისში, კლინიკა ბომონდში მკურნალობდნენ.
ენდელაძის თქმით, გარდაცვლილი 78 წლის ქალია, მეორე კი – 72 წლის მამაკაცი.
“ერთ-ერთი გარდაცვლილი 78 წლის ქალია, ჰქონდა ხორხის სიმსივნე, ორმხრივი მძიმე პნევმონია და მისი გამოყვანა მდგომარეობიდან ვერ მოხერხდა.
მეორე კი 72 წლის კაცი, მასაც ჰქონდა ორმხრივი მძიმე პნევმონია, გულის ქრონიკული უკმარისობა, თანმხლები დაავადებები”,- აღნიშნა ენდელაძემ.
დღეს საქართველოში კორონავირუსის 453 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც ქვეყნისთვის ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 7 093 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 3714 გამოჯანმრთელდა, 43 კი გარდაიცვალა.