ხვალ, 28 ოქტომბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად ქსელზე ახალი აბონენტების მიერთებას ასახელებს.
ვაკის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭავჭავაძის გამზირის, წყნეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), თამარაშვილის, უნივერსიტეტის, სვანიძის, ლორთქიფანიძის და მოსაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
13:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფალიაშვილის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
მთაწმინდის და კრწანისის რაიონები
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წავკისის მოსახლეობას.
ისნის რაიონი
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბეთანიის, ბზიფის, გალავნის, განთიადის, დომინიკა ერისთავის, საინგილოს, თეძამის და გოლოვნის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის I მიკრორაიონის და მეფე მირიანის ქუჩის მოსახლეობას.
“კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება”,– წერია თელასის განცხადებაში.