თიბისიმ ფულადი გზავნილების აქცია დაიწყო. კამპანია 1 ივნისამდე გაგრძელდება და მასში მონაწილეობის მისაღებად მომხმარებელმა ფულადი გზავნილი თიბისიში დისტანციურად ან ფილიალში მისვლით უნდა გაანაღდოს.
მომხმარებლებს, რომლებიც სწრაფ გზავნილს დისტანციურად გაანაღდებენ (ინტერნეტბანკის, ვებგვერდის -www. Tbcgzavnili.ge-ს ან ცხელი ხაზის საშუალებით) – 5 000 ლარის მოგების შანსი აქვთ. ხოლო მას, ვინც გზავნილს თიბისის რომელიმე ფილიალში მიიღებს, შესაძლებლობა აქვს 500 ლარამდე თანხით დასაჩუქრდეს.
ფულადი გზავნილების კამპანიის ფარგლებში, ფულად პრიზს თიბისის 3000-ზე მეტი მომხმარებელი მიიღებს. გამარჯვებულები ყოველ პარასკევს გამოვლინდებიან და საჩუქრის შესახებ ინფორმაციას SMS შეტყობინებით მიიღებენ.
აქციის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ბმულზე:
https://www.tbcbank.ge/web/ka/web/guest/money-transfer-campaign-has-started