კავკასიის უნივერსიტეტსა და თიბისის შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

თანამშრომლობა გულისხმობს, თიბისის მხარდაჭერით, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტების ცოდნის გაღრმავებასა და მათ ჩართულობას თიბისის როგორც საგანმანათლებლო-შემეცნებით, ასევე კულტურულ პროექტებსა და ღონისძიებებში, საჯარო ლექციებში, სემინარებსა და ვორქშოპებში. წარმატებული სტუდენტები და კურსდამთავრებულები თიბისის დასაქმების, სტაჟირებისა და სტიპენდიის სხვადასხვა პროგრამაში ჩაერთვებიან.

თიბისი კავკასიის უნივერსიტეტის სამომავლო პროექტებსაც დააფინანსებს, მათ შორის საუნივერსიტეტო კამპუსსა და სკოლას ბათუმში, რომლის გახსნაც 2023 წელს იგეგმება და რომელიც 1500-მდე ადგილობრივ და საერთაშორისო სტუდენტზე და 500-მდე მოსწავლეზეა გათვლილი.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მრავალწლიანი თანამშრომლობის შემდეგ, თიბისისთან პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავება. კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები და კურსდამთავრებულები დასაქმებულები არიან კერძო და საჯარო სექტორებში, საერთაშორისო კომპანიებში, როგორც საქართველოში, ასევე მთელი მსოფლიოს მასშტაბით. თიბისის, როგორც ახალგაზრდების მხარდამჭერის სტატუსი, ჩვენთვის მეტ დასაქმებულ სტუდენტსა და კურსდამთავრებულს ნიშნავს. უკვე წლებია კავკასიის უნივერსიტეტის გუნდი ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ უნივერსიტეტს ჰქონდეს მაღალი ნდობა და რეპუტაცია, იყოს საუკეთესო – არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ რეგიონში. ეს ყველაფერი თიბისისა და სხვა ძლიერი პარტნიორების გარეშე, შეუძლებელი იქნებოდა“, – კახა შენგელია, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი.

ახალგაზრდებისთვის მათ ინტერესებზე მორგებული შესაძლებლობებისა და ცოდნის გაზიარება, თიბისის ერთ-ერთი მთავარი პრიორიეტეტია. ამ მიმართულებით კომპანია სხვადასხვა პროექტის ინიციატორი და მხარდამჭერია.

„ერთობლივად განხორციელებული არაერთი წარმატებული საგანმანათლებლო პროექტის შემდეგ, თიბისი და კავკასიის უნივერსიტეტი მასშტაბურ, გრძელვადიან თანამშრომლობას იწყებენ. ახალი თაობის მხარდაჭერა და განათლება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა, სწორედ ამიტომ, თიბისი სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებას აქტიურად ეთანამშრომლება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია გავხდეთ იმ უნივერსიტეტის მთავარი პარტნიორები, რომლის მიდგომები სრულ თანხვედრაშია თიბისის ფასეულობებთან. ორ ათწლეულზე მეტია კავკასიის უნივერსიტეტი მუდმივად ვითარდება და პროფესიული ცხოვრებისთვის ისეთ კურდსამთავრებულებს ამზადებს, რომლებიც მომავალში, სხვადასხვა სექტორში და სფეროში საუკეთესოები და კონკურენტუნარიანები არიან. გვეამაყება, რომ ამ ახალგაზრდების წარმატებების თანამონაწილე დღეიდან თიბისიც გახდება“, – ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

კავკასიის უნივერსიტეტის ისტორია 1998 წლიდან, კავკასიის ბიზნესის სკოლის შექმნით იწყება და დღეს აერთიანებს – ბიზნესის, სამართლის, მედიის, ტექნოლოგიების, სახელმწიფო მართვის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა, ტურიზმის, მედიცინისა და ჯანდაცვის მენეჯმენტის, ეკონომიკის, განათლების სკოლებს. უნივერსიტეტი სტუდენტებს მაღალი დონის განათლებას, საერთაშორისო პროგრამებსა და პრაქტიკაზე ორიენტირებულ სწავლებას სთავაზობს.

ბაიდენს დღეს რომ ვუსმენდი, მეგონა, ჩვენი პროგრამა ჰქონდა – ხაზარაძე

ლელოს ლიდერის, მამუკა ხაზარაძის თქმით, ჯო ბაიდენის ინაუგურაციის სიტყვამ თავისი პარტიის პროგრამა გაახსენა. "ჩვენ გვაქვს...

ამერიკა დაბრუნდა – ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ მოუთმენლად ელის შეერთებული შტატების არჩეულ პრეზიდენტ...

გიორგი გახარია ჯო ბაიდენს აშშ-ის პრეზიდენტობას ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ჯო ბაიდენს აშშ-ის პრეზიდენტობას ულოცავს. მისი თქმით, საქართველო მოუთმენლად ელის თანამშრომლობის გაძლიერების...

ეს ამერიკის დღეა, დემოკრატიამ გაიმარჯვა – ჯო ბაიდენის სიტყვა ინაუგურაციაზე

ამერიკის შეერთებული შტატების 46-ე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, ინაუგურაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ დემოკრატიამ გაიმარჯვა...

ჯო ბაიდენის ინაუგურაციაზე ამერიკის ჰიმნი ლედი გაგამ შეასრულა (ვიდეო)

აშშ–ის 46–ე პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციის ცერემონიაზე ამერიკის სახელმწიფო ჰიმნი პოპ მომღერალმა, ლედი გაგამ...

ჯო ბაიდენმა და კამალა ჰარისმა ფიცი დადეს

აშშ–ის არჩეულმა 46-ე პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დადო. მან საპრეზიდენტო ფიცი საოჯახო ბიბლიაზე დადო. საზეიმოდ ფიცი დადო...

ზურაბ ადეიშვილი კობა დავითაშვილის საქმეზე სასამართლომ დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი კობა დავითაშვილისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზებისა...

პირველ რიგში სავაჭრო სექტორის გახსნას განვიხილავთ, შემდეგ სკოლებს – ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, მთავრობა პირველ რიგში სავაჭრო სექტორის და განათლების სფეროს გახსნას...

სხვა სიახლეები

“МВД უნდა დავითრიოთო.მთავარია,ვასიკომ სადმე კონსპირაციულ ბინაში არ მიაძინოს“–ელისო კილაძე კობახიძეზე

ქრონიკა +–ის დამფუძნებელი, ელისო კილაძე ამბობს, რომ ქართული ოცნების ახალ თავმჯდომარეს, ირალკი კობახიძეს შსს–ს ხელში ჩაგდებაზე ოცნებობდა, თუმცა ივანიშვილმა აშკარად აჩვენა, ვის ხელშია რეალური...

ჯანმრთელობა

კოვიდგადატანილთა მესამედი კვლავ საავადმყოფოებში ხვდება– ახალი კვლევა

პანდემიის პირველი ტალღისას კორონავირუსით დაინფიცირებულ  და გამოჯანმრთელებულ ბრიტანელ პაციენტთა  30% შემდგომი 5 თვის განმავლობაში კვლავ საავადმყოფოში მოხვდა. ამის შესახებ ლესტერის უნივერსიტეტის და სტატისტიკის ეროვნული...

შოუ ბიზნესი

“რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ“–ნინი ქარსელაძის დედა აღიარებს, რომ მისი შვილი გათხოვდა

ნინი ქარსელაძის დედა, ხათუნა ჟორდანია ფეისბუქზე წერს, რომ მისი შვილი გათხოვდა: “რადგან ბევრმა სააგენტომ გაავრცელა, დავწერ მეც!!!! ჩემი შვილი გათხოვდა უკვე დიდი ხანია რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ. ახლა...

ვიდეო