“მოდით, გავაკეთოთ სერიოზული დისკუსია და შევწყვიტოთ ერთმანეთისთვის იარლიყების მიკერება, რომ სააკაშვილმა შეიცვალა პოზიცია. მე პოზიცია არ შევიცვალე. მაშინ პოზიცია ასეთი იყო სწორი, ძირითადში, რა თქმა უნდა, არა ამ სახით, როგორც დღეს არის წარმოდგენილი მთავრობის მიერ მოწერილ დოკუმენტზე. ახლა სულ სხვა კონტექსტია, ჩვენ ვიმოძრავებთ ამ კონტექსტში ამ მიმართულებით.
ეს უნდა იყოს ძალიან დამჯდარი, ნორმალური საუბარი და არა ის, რომ პოლიციის ენით და რკინის ჯებირებით ველაპარაკებოდეთ ხალხს. საკუთარ სახლში არ უშვებს პოლიცია ხალხს იმის გამო, რომ ივანიშვილი მოელაპარაკა და 25%-იან წილში ჩაჯდა.
ახლა, ვინც რა უნდა ილაპარაკოს, სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ. ჩიტი ვერ გადაიფრენს საქართველოს ბიზნესში, მით უმეტეს დიდ ბიზნესში ივანიშვილის წილის გარეშე. ეს იცის ყველამ და ამაში, სხვათა შორის, ჩვენ ძალიან განვსხვავდებით, რადგან, მე ერთი კაპიკი არ წამომიღია საქართველოდან და არც ერთ ბიზნესში არ ვმონაწილეობდი, ეს იყო ჩვენი ცხოვრების პრინციპი. ჩვენი და ჩემი გუნდის აბსოლუტური უმეტესობის”
აცხადებს საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ნამახვანჰესზე საუბრისას.