კაპრალი, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაშავდა, გარდაიცვალა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურე, კაპრალი ზურაბ ფისენკო გარდაიცვალა.

“კაპრალი ზურაბ ფისენკო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაშავდა, მიიღო სხეულის დამწვრობა და საქართველოში გაწეული სამედიცინო მომსახურების შემდგომ გადაყვანილ იქნა თურქეთის სპეციალიზებულ კლინიკაში. მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების გაწევის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა” – წერს თავდაცვის სამინისტრო.

45 წლის ზურაბ ფისენკო აგვისტოს დასაწყისში წვრთნების დროს, ტანკის აალების შედეგად დაშავდა.