ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკრაძის განცხადებით, მთავრობა ჩაკეტვას არ განიხილავს. მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ საუბარი იქნება გარკვეული შეზღუდვების შემოღებაზე, ამის შესახებ მოსახლეობა წინასწარ იქნება ინფორმირებული.
„ლოკდაუნის“ შესახებ ჩვენ საუბარი მთავრობის სხდომაზე არ გვქონია, შესაბამისად, „ლოკდაუნი“ არ განიხილება. იმ შემთხვევაში თუ ჩვენ გარკვეული შეზღუდვების შემოღებაზე გვექნება საუბარი, ამის შესახებ მოსახლეობა იქნება წინასწარ ინფორმირებული და ეს არ იქნება მოულოდნელი გადაწყვეტილება. ჩაკეტვას არ განვიხილავთ,“- განაცხადა ტიკარაძემ.
ცნობისთვის, ევროპული საქართველოს ლიდერები აცხადებენ, რომ მთავრობა ორშაბათიდან საყოველთაო “ლოქდაუნის” გამოცხადებას აპირებს.