ლომჯარიას თქმით, საკონსულო აღრიცხვაზე 145 925 მოქალაქე დადგა

ყოფილი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, საკონსულო აღრიცხვაზე 145 925 ემიგრანტი დარეგისტრირდა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

“ის 128 000 მოქალაქე ხომ გახსოვთ, 26 სექტემბერს რომ იდგა საკონსულო აღრიცხვაზე? დღეს ეს რიცხვი 145 925-ია. მხოლოდ გუშინ 3 671 მოქალაქე დადგა აღრიცხვაზე”, – წერს ლომჯარია Facebook-ზე.