„სააკაშვილის გამონათქვამები არ შეიძლება სერიოზულად მიიღო. თვითონ დარწმუნებულია, რომ ეს რაღაც არაოფიციალური ფრაზების გამოყენებით პოპულარული საუბარი, მის რენომეს აღადგენს, რაც რეალობას აბსოლუტურად მოწყვეტილია. გავიგეთ, რომ კაბო-ვერდეს გულშემატკივრობს მსოფლიო ჩემპიონატში, იმიტომ რომ კაბო-ვერდელი გოგო მოსწონდა პირველ კურსზე, როდესაც საერთაშორისო ინსტიტუტში სწავლობდა კიევში. სასაცილო არაფერია – არაადეკვატური ადამიანია და ეს არაადეკვატურობა, გარკვეულწილად, განაპირობებს სექტის ჩამოყალიბებას, რომელიც ამ არაადეკვატურობის მიუხედავად, ერთგული და თავდადებული მხარდამჭერია. ასეთი შერჩა სააკაშვილს და თავს უფლებას აძლევს, რომ რაც უნდა ის თქვას. უნდა ხაბეიშვილს დაამცირებს, უნდა ბოკუჩავას და სულ მალე, ალბათ, ჟორჟოლიანსაც მიადგება. ეს არის მისი პიროვნების თვისება, მაგრამ ეს პიროვნება იმავენაირად ექცეოდა ყოველთვის საკუთარ ქვეყანას. ეს არის პრობლემა, თორემ ხაბეიშვილზე და ბოკუჩავაზე რას იტყვის, არავითარი მნიშვნელობა არა აქვს.

ზოგადად, მისი ერთადერთი ხედვა არის, რომ როგორმე ამ ქვეყანამ ის ცეცხლი და ცრემლი გაიაროს, რაშიც დღეს უკრაინაა, რომ როგორმე შემდეგ აღდგეს ფერფლიდან და სააკაშვილის მეთაურობით „ნათელ მომავალში” გადაინაცვლოს”,

ამის შესახებ  გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.