მაგთის მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი შეღავათიან ფასად ყველა სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს

მაგთის მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი შეღავათიან ფასად ყველა სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს – ახალი სასწავლო წლიდან დისტანციური სწავლების პაკეტით სარგებლობა გრძელდება.

მაგთიკომი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად, ახალი სასწავლო წლიდან აგრძელებს სოციალურ პროექტს, რაც გულისხმობს ქვეყნის ყველა საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის მაგთის 20 გიგაბაიტიან მობილური ინტერნეტპაკეტის შეღავათიან ფასად – 10 ლარად შეთავაზებას. პროექტის მიზანია, ქვეყანაში არსებული პანდემიის პირობებში, დისტანციური სწავლებისას, საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლები და მოსწავლეები მაქსიმალურად უზრუნველყოფილი იყვნენ ხელმისაწვდომი, მაღალხარისხიანი მობილური ინტერნეტკავშირით. პაკეტით სარგებლობისთვის საჭიროა სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) მიერ საგანგებოდ შექმნილ პლატფორმაზე mobile.emis.ge მოსწავლის ან მასწავლებლის პირადი ნომრის მითითებით, დაარეგისტრიროთ
ტელეფონის ის ნომრები, რომლებზეც გსურთ, გაიაქტიუროთ აღნიშნული პაკეტი.

ვებგვერდი www.mobile.emis.ge 15 სექტემბრიდან ამოქმედდება.

„დისტანციური სწავლების პაკეტის“ შეძენა ნებისმიერი სიხშირითაა შესაძლებელი მაგთის მობილური აპლიკაციიდან – MyMagti ან კოდით *172# OK. პაკეტის მოქმედების ვადა განისაზღვრება შეძენიდან 30 დღით. „მაგთიკომისთვის პრიორიტეტული მიმართულებაა საგანმანათლებლო პროექტების მხარდაჭერა. „მაგთი განათლებისთვის“ – ასე ჰქვია მიმართულებას, რომელიც უამრავ ისეთ პროექტს აერთიანებს, რომელიც ახალგაზრდა თაობის მხარდაჭერას და მოტივირებას ისახავს მიზნად. „მოხარულები ვართ, რომ „დისტანციური სწავლების პაკეტის” შეთავაზება გაგრძელდა და საქართველოს ყველა საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს კვლავაც მივცემთ საშუალებას მიიღონ მაგთის მაღალხარისხიანი
მობილური ინტერნეტი შეღავათიანი ტარიფით”, – აცხადებენ მაგთიკომში.

“სუს-ტემა უნდა დაინგრეს” – 30 ნოემბერს სუს-თან აქცია გაიმართება

"სუს–ტემა უნდა დაინგრეს" – სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკური პარტიები 30 ნოემბერს, 15:00 საათზე სახელმწიფო...

სანამ მიტინგის დარბევის ბრალდებით მასამართლებდნენ, “ოცნება” მიტინგს არბევდა – სააკაშვილი

"დღეს, მადლობელი ვარ შესაძლებლობისთვის, მიმემართა ჩვენი ხალხისთვის. ყველამ იცის, რომ საქმეები ჩემს წინააღმდეგ შეთითხნილია...

ტელეკომპანია “კავკასიის” განცხადება

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც ნაციონალური მოძრაობა აქციას მართავდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქტივისტებისა და...

პოლიტიკოსები, მედიამენეჯერები, სამოქალაქო საზოგადოების წევრები ბაიდენს ღია წერილით მიმართავენ

პოლიტიკოსები, არასამთავრობო ორგანიზციის წარმომადგენლები, მედიამენეჯერები, ხელოვანები და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლები ამერიკის შეერთებული შტატების...

ჯიბის სასამართლოზე რომ იცავდეთ თავს, საკუთარ დანაშაულებზე ისაუბრებდით? – გეგეჭკორი

"სასამართლოზე, მითემეტეს ოლიგარქის ჯიბის სასამართლოზე რომ იცავდეთ თავს, საკუთარ დანაშაულებზე, შეცდომებზე ან გადაცდომებზე ისაუბრებდით...

უნდა ველოდოთ სააკაშვილის სერიოზულ დარტყმებს ხელისუფლების მიმართ – ხუხაშვილი

"რაც შეეხება მის გამოსვლას, მას აქვს გარკვეული გეგმა. მისი დღევანდელი გამოსვლა იყო დაბალ რეგისტრში,...

დრომოჭმული იმპერატორის განცხადებებს ჰგავდა – ვოლსკი სააკაშვილის სიტყვაზე

"მე არა მგონია, რომ მხოლოდ ეს განცხადებები იყო რაიმე ახალი აღმოჩენა, პირიქით დრომოჭმული იმპრეტორის...

სააკაშვილმა ძალიან ბევრი საქმე გაუკეთა პუტინსაც და რუსეთსაც – მდინარაძე

"ნარატივი უკვე 9 წელია, რომ რუსეთი ებრძვის თითქოს სააკაშვილს, იმიტომ რომ ასე აწყობთ. ამაზე...

რა ვარჯიშები დაეხმარა ანჯელინა ჯოლის ახალი ფილმისთვის სხეულის სრულყოფაში

ცოტა ხნის წინ პოტკასტ Disney — D23 Inside–ისთვის მიცემულ ინტერვიუში მსახიობმა ანჯელინა ჯოლიმ ისაუბრა ვარჯიშების უნიკალურ მეთოდზე, რომელიც ახალ ფილმში – “მარადიულნი“ მისი როლისთვის...

“შემზარავი მუტაცია“– რატომ არის საშიში კორონავირუსის ახალი ვარიანტი და რა ვიცით მის შესახებ

მთელი მსოფლიოს მეცნიერები, ჯანმო და სხვადასხვა ქვეყნების მთავრობები კორონავირუსის ახალი ვარიანტის გამოჩენით შეშფოთებულნი არიან. ჯანმომ პარასკევს საგანგებო სხდომაზე ახალი ვარიანტის კლასიფიკაფია განსაზღვრა, როგორც “შემაშფოთებელი“ და...

რა ვარჯიშები დაეხმარა ანჯელინა ჯოლის ახალი ფილმისთვის სხეულის სრულყოფაში

ცოტა ხნის წინ პოტკასტ Disney — D23 Inside–ისთვის მიცემულ ინტერვიუში მსახიობმა ანჯელინა ჯოლიმ ისაუბრა ვარჯიშების უნიკალურ მეთოდზე, რომელიც ახალ ფილმში – “მარადიულნი“ მისი როლისთვის...