“მაკო გომურის შემთხვევა გამონაკლისია, არ შეეხება ამნისტია ჩვენ მიერ ინიცირებულ კანონპროექტში “- ამის შესახებ, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
“ჩვენ ვასრულებთ ვალდებულებას რაც არის განსაზღვრული კონკრეტული ხელშეკრულებით და რაც გულისხმობს იმ ცნობილ მოვლენებთან 2019 წლის 20 ივნისი დაკავშირებული ყველა სამართალდარღვევის ამნისტირებას. ოღონდ ეს არ გულისხმობს ისეთი ტიპის სამართალდარღვევებს, რომელიც არის, მაგალითად, ისეთი შემთხვევა, როგორიც არის მაგალითად ქალბატონი მაკო გომურის შემთხვევა. ეს იქნება კონკრეტული გამონაკლისის სახით, ჩვენს მიერ ინიცირებულ კანონპროექტში, კონკრეტულად გაწერილი”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ცნობისთვის, ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრა, შეთანხმების გარეშე დასრულდა. შესაბამისად, ხელისუფლება და ოპოზიცია ერთმანეთისგან დამოუკიდებელ 2 კანონპროექტს წარადგენს. ოპოზიციის ლიდერების განცხადებით, მათ ვერსიაში საუბარია დაზარალებულის ნების გათვალისწინებაზე, ქართული ოცნებისაში კი არა.
სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ორივე კანონპროექტი ითვალისწინებს ნიკა მელიას გათავისუფლებას, თუმცა ქართული ოცნების იდეაა, რომ კანონპროექტი შეეხოს მთლიანად მოვლენას და მხოლოდ გამონაკლისს სახით გამოირიცხოს ძალადობა და კონვენციური მუხლები.