“ნანობს ალბათ ის ტიპი, მეტი რატო არ მოვითხოვეო “- ასე ეხმაურება პარტია „მოქალაქეების“ დამფუძნებელი ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში ზუგდიდში მომხდარ ფაქტს. ~
“ნანობს ალბათ ის ტიპი, მეტი რატო არ მოვითხოვეო… რო სცოდნოდა ასეთი ბოთეებივით მოიქცეოდა სახელმწიფო უეჭველი გაზრდიდა თანხას”- წერს ალეკო ელისაშვილი.
ცნობისთვის, გუშინ თავდამსხმელი ზუგდიდში, საქართველოს ბანკის ფილიალში შეიჭრა და 19 მძევალი აიყვანა. მან 500 ათასი დოლარი და უსაფრთხოების გარანტიები მოითხოვა. რამდენიმე საათში მან 3 მძევალი დაიტოვა, რის შემდეგაც შსს–მ მას მოთხოვნილი თანხა მიუტანა. მძევლებთან ერთად ის პოლიციის მანქანით გაურკვეველი მიმართულებით წავიდა. გვიან ღამით მან ყველა მძევალი გაათავისუფლა და გაიქცა.
შსს–ს ცნობით, ამ დროისთვის მისი ძებნის ოპერაცია მიმდინარეობს. აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი აცხადებს, რომ ე.წ. საზღვარზე თავდამსხმელს არ შეუშვებენ.